https://sputnik-georgia.com/20241218/premieri-alen-berses-shexvda-291460977.html
პრემიერი: საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება
პრემიერი: საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება
Sputnik საქართველო
თბილისში ბერსეს ვიზიტი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება... 18.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-18T16:48+0400
2024-12-18T16:48+0400
2024-12-18T16:48+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/12/291459473_0:56:2048:1208_1920x0_80_0_0_4db0e2a31fdddfb673c2060d0b8b952e.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ.ბერსე თბილისში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს გენმდივანი ასევე შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ახლადარჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ბერსეს ოფიციალური ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.მისი თქმით, ამ თვალსაზრისით გენმდივნის როლი განსაკუთრებულია. დარწმუნებული ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, დასძინა კობახიძემ.მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალენ ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას და ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. პრემიერის თქმით, შეხვედრის სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგანაც იგი დახურული ფორმატის იყო - კობახიძემ შეხვედრას მეგობრული და პროდუქტიული უწოდა.შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.თბილისში ბერსეს ვიზიტი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/12/291459473_24:0:1855:1373_1920x0_80_0_0_b09ba7956c3a1776cb399d9cbbe04c9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოსა და ევროსაბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება
თბილისში ბერსეს ვიზიტი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს, რომელიც 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ.
ბერსე თბილისში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ევროსაბჭოს გენმდივანი ასევე შეხვედრებს გამართავს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ახლადარჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ბერსეს ოფიციალური ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.
„შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით გენმდივნის როლი განსაკუთრებულია. დარწმუნებული ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, დასძინა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ალენ ბერსეს ვიზიტის მნიშვნელობას და ევროპის საბჭოს მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. პრემიერის თქმით, შეხვედრის სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგანაც იგი დახურული ფორმატის იყო - კობახიძემ შეხვედრას მეგობრული და პროდუქტიული უწოდა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი თამარ ტალიაშვილი ესწრებოდნენ.
თბილისში ბერსეს ვიზიტი მიმდინარეობს საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.