https://sputnik-georgia.com/20241218/kobaxidze-italias-espanets-da-ruminets-aizules-poziciis-shecvla-291460544.html
კობახიძე: იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს აიძულეს შეეცვალათ იპოზიცია
კობახიძე: იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს აიძულეს შეეცვალათ იპოზიცია
Sputnik საქართველო
პრემიერის განმარტებით, მთავრობას ჰქონდა სანდო, საიმედო ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა განცხადება. 18.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-18T20:15+0400
2024-12-18T20:15+0400
2024-12-18T20:15+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
უნგრეთი
იტალია
სლოვაკეთი
ესპანეთი
რუმინეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0d/290878220_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_0484031d0b2e43ca3f5e7830f1ba40f9.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთან მიმართებით სანქციების თემაზე იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა პოზიციები ზეწოლის შედეგად შეცვალეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.გუშინ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ უნგრეთმა, სლოვაკეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა და სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა. 18 დეკემბერს კი აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ მათ საბჭოს გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკუთარ განცხადებაში ხელმძღვანელობდა ფაქტებით და ეყრდნობოდა სანდო ინფორმაციას.„ჩვენ გვქონდა სანდო, საიმედო ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა განცხადება და მადლობა გადავუხადეთ ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ აქვს უფლება არ დაასახელოს წყარო.მისი თქმით, სამივე ქვეყნის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებშიც გავრცელდა.„საჯარო წყაროებში იყო ინფორმაცია რუმინეთის შესახებ, იტალიისა და ესპანეთის შესახებაც იყო ინფორმაცია საჯარო წყაროებში და იგი დაემთხვა იმ ინფორმაციას, რომელიც მივიღეთ ჩვენი წყაროებიდან", - განაცხადა კობახიძემ.16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი და სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ საკითხი უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. ამასთან, სხდომის შედეგების თანახმად მიღწეულ იქნა შეთანხმება ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.საქართველოში დიპლომატიური პასპორტები აქვთ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსდა მათ მეუღლეებს. დიპლომატიური პასპორტები ასევე აქვთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მის მოადგილეებს და პრეზიდენტის თანაშემწეებს.დიპლომატიური პასპორტები აქვთ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საბჭოს წევრებსა და მოადგილეებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დიდი ხანია საჭიროებს გადატვირთვას და ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ს პრეზიდენტი.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.გასულ წელს საქართველომ სტატუსთან ერთად მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.
საქართველო
უნგრეთი
იტალია
სლოვაკეთი
ესპანეთი
რუმინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/0d/290878220_178:0:1986:1356_1920x0_80_0_0_a595509176330b37b611fb6e35bdfb72.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, უნგრეთი, იტალია , სლოვაკეთი , ესპანეთი , რუმინეთი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, უნგრეთი, იტალია , სლოვაკეთი , ესპანეთი , რუმინეთი, ახალი ამბები
კობახიძე: იტალიას, ესპანეთსა და რუმინეთს აიძულეს შეეცვალათ იპოზიცია
პრემიერის განმარტებით, მთავრობას ჰქონდა სანდო, საიმედო ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა განცხადება.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთან მიმართებით სანქციების თემაზე იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა პოზიციები ზეწოლის შედეგად შეცვალეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
გუშინ, საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ უნგრეთმა, სლოვაკეთმა, იტალიამ, ესპანეთმა და რუმინეთმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვა და სანქციების დაწესებას მხარი არ დაუჭირა. 18 დეკემბერს კი აღნიშნული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ მათ საბჭოს გადაწყვეტილებას დაუჭირეს მხარი.
„სინამდვილეში მათზე იყო წნეხი, რის გამოც მოუწიათ იმ პოზიციის უკან წაღება, რაც დააფიქსირეს საბჭოზე", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საკუთარ განცხადებაში ხელმძღვანელობდა ფაქტებით და ეყრდნობოდა სანდო ინფორმაციას.
„ჩვენ გვქონდა სანდო, საიმედო ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე გაკეთდა განცხადება და მადლობა გადავუხადეთ ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საქართველოს საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ აქვს უფლება არ დაასახელოს წყარო.
მისი თქმით, სამივე ქვეყნის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებშიც გავრცელდა.
„საჯარო წყაროებში იყო ინფორმაცია რუმინეთის შესახებ, იტალიისა და ესპანეთის შესახებაც იყო ინფორმაცია საჯარო წყაროებში და იგი დაემთხვა იმ ინფორმაციას, რომელიც მივიღეთ ჩვენი წყაროებიდან", - განაცხადა კობახიძემ.
16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი და სანქციების დაწესების შესაძლებლობა. ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ საკითხი უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს. ამასთან, სხდომის შედეგების თანახმად მიღწეულ იქნა შეთანხმება ქართველი თანამდებობის პირების დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე.
საქართველოში დიპლომატიური პასპორტები აქვთ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრსდა მათ მეუღლეებს. დიპლომატიური პასპორტები ასევე აქვთ მინისტრთა კაბინეტის წევრებს, პარლამენტის დეპუტატებს, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, მის მოადგილეებს და პრეზიდენტის თანაშემწეებს.
დიპლომატიური პასპორტები აქვთ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, საბჭოს წევრებსა და მოადგილეებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დიდი ხანია საჭიროებს გადატვირთვას და ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ს პრეზიდენტი.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მიერ უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ განცხადებებს „იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა“ უწოდა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
გასულ წელს საქართველომ სტატუსთან ერთად მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ქვეყანაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებითა და ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური და ანტიევროპული რიტორიკით ახსნა.