დეპუტატი: საქართველოს პრეზიდენტის სტრასბურგში ვიზიტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

© photo: Sputnik / Алексей Витвицкий / გადასვლა მედიაბანკშიევროკავშირის დროშა
ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2024
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის თავმჯდომარის მიწვევით გაემგზავრა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში ვიზიტი მმართველი გუნდისთვის და განსაკუთრებით ქვეყნისთვის აბსოლუტურად არაფერს წარმოადგენს, ვინაიდან გამორიცხულია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისგან ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთოს მოსმენა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კირცხალიამ.
ზურაბიშვილი სტრასბურგში იმყოფება, სადაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაური ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვა.
„აბსოლუტურად არაფერს არ წარმოადგენს სალომე ზურაბიშვილის იქ ვიზიტი ჩვენთვის და განსაკუთრებით - ქვეყნისთვის. ამაში ვარ დარწმუნებული. გამორიცხულია, რომ რაიმე ეროვნული და ქვეყნისთვის სასიკეთო მოვისმინოთ. უფრო მოვისმენთ იმ ვიწროპარტიულ შეფასებასა და გამოსვლას, როგორითაც არის დაკავებული ქალბატონი სალომე ბოლო წლები და განსაკუთრებით - ბოლო თვეები", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
პრეზიდენტი სტრასბურგში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიწვევით გაემგზავრა, რომელმაც, როგორც ადმინისტრაცია იუწყება, დაადასტურა ევროპარლამენტის სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა.
ზურაბიშვილი სტრასბურგში გაემგზავრა საპროტესტო აქციების ფონზე, რომელიც 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. თუმცა ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, მიუხედავად ამისა პროტესტის ტალღა არ წყდება.
აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში პერმანენტულად იმართება, თბილისში კი პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს "აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა ეწურება
რაც შეეხება ზურაბიშვილს, მას საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება. აღნიშნულ თანამდებობაზე ზურაბიშვილს მიხეილ ყაველაშვილი შეცვლის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს აირჩიეს. საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკული მოდელით ჩატარდა - მან საარჩევნო კოლეგიის 224 წევრის ხმა მიიღო. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. ამასთან, მოქმედი სახელმწიფო მეთაური სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
ყველა ახალი ამბავი
0