ალიევი: დესტაბილიზაცია საქართველოში ნიშნავს დესტაბილიზაციას აზერბაიჯანისთვის

  - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2024
გამოწერა
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. გვიხარია, რომ საქართველოში ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, ვინაიდან დესტაბილიზაცია საქართველოში ნიშნავს დესტაბილიზაციას აზერბაიჯანისთვის, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისა“ და რუსეთის ტელე-რადიო სამაუწყებლო კომპანიასთან ვრცელ ინტერვიუში.
„ვხედავ, რომ საქართველოში ვითარება სტაბილურდება და ჩვენ ეს გვახარებს. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ახლო მეგობარია. ჩვენი ხალხები საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ მშვიობითა და თანხმობით. ამიტომ, რამდენითაც საქართველოსთვისაა დამაზიანებელი დესტაბილიზაცია ან დესტაბილიზაციის საფრთხე, იმდენითაა ის დამაზიანებელი აზერბაიჯანისთვისაც“, — განმარტა ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, სწორედ ამიტომ აკეთებს მისი ქვეყანა ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში ვითარება „პოლიტიკურ კალაპოტში“ ჩადგეს და ქვეყანა განვითარდეს.
ინტერვიუში ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „კავკასიისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამასთან მას მიაჩნია, რომ რეგიონში ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველო — ტრადიციული და კავკასიურ ღირებულებებზე დაფუძნებული, თუ პირიქით.
ყველა ახალი ამბავი
0