https://sputnik-georgia.com/20241218/agentebis-reestrshi-382-organizaciaa-daregistrirebuli-291452169.html
„აგენტების რეესტრში“ რეგისტრირებული ორგანიზაციების რიცხვმა 380-ს გადააჭარბა
„აგენტების რეესტრში“ რეგისტრირებული ორგანიზაციების რიცხვმა 380-ს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე დარეგისტრირებაზე უარს აცხადებს 16 მედიაორგანიზაცია და 120 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს. 18.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-18T11:39+0400
2024-12-18T11:39+0400
2024-12-18T11:39+0400
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261903589_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_98505621c994624ee173628b9294ccd1.jpg
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში უცხოური ძალების ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში 382 არაკომერციული ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.ამ ეტაპზე დარეგისტრირებაზე უარს აცხადებს 16 მედიაორგანიზაცია და 120 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები რეგისტრაციისას ავსებენ მთელ რიგ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ზოგად ინფორმაციას შემოსავლებისა და ხარჯების, შემოსავლის წყაროსა და მიზნობრიობის, ასევე ფაქტობრივი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.რეზონანსული კანონი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, მმართველმა პარტიამ მაინც მიიღო და იგი ძალაში 3 ივნისს შევიდა. იგი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) მიერ გამოყოფილი ფინანსები საქართველოში ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261903589_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f1366c03a44756ed4bfa8c0168ff3aeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
„აგენტების რეესტრში“ რეგისტრირებული ორგანიზაციების რიცხვმა 380-ს გადააჭარბა
ამ ეტაპზე დარეგისტრირებაზე უარს აცხადებს 16 მედიაორგანიზაცია და 120 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.
თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში უცხოური ძალების ინტერესების ხელშემწყობი ორგანიზაციების რეესტრში 382 არაკომერციული ორგანიზაციაა დარეგისტრირებული.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალააა“, სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
ამ დროისთვის მიმდინარეობს იმ ორგანიზაციების რეგისტრაცია, რომლებმაც განაცხადი ნებაყოფლობით შეიტანეს. კანონით დადგენილ ვადებში რეგისტრაციის გასავლელად უწყებას მთლიანობაში 476-მა არასამთავრობო და მედიასაშუალებამ მიმართა.
ამ ეტაპზე დარეგისტრირებაზე უარს აცხადებს 16 მედიაორგანიზაცია და 120 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათ კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.
უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციები რეგისტრაციისას ავსებენ მთელ რიგ დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ზოგად ინფორმაციას შემოსავლებისა და ხარჯების, შემოსავლის წყაროსა და მიზნობრიობის, ასევე ფაქტობრივი ფინანსური მდგომარეობის შესახებ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონი, მიუხედავად მასობრივი საპროტესტო აქციებისა და დასავლეთის კრიტიკისა, მმართველმა პარტიამ მაინც მიიღო და იგი ძალაში 3 ივნისს შევიდა. იგი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი. უფრო მეტიც, იგივე კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელს, საფრანგეთს ავსტრალიას, ევროკავშირში კი იგი განხილვის სტადიაშია.
მმართველ პარტიაში დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ (EED) მიერ გამოყოფილი ფინანსები საქართველოში ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.