https://sputnik-georgia.com/20241217/saxdepartamenti-ashsh-saqartvelostvis-damatebit-sanqciebis-pakets-amzadebs-291442144.html
სახდეპარტამენტი: აშშ საქართველოსთვის დამატებითი სანქციების პაკეტს ამზადებს
სახდეპარტამენტი: აშშ საქართველოსთვის დამატებითი სანქციების პაკეტს ამზადებს
Sputnik საქართველო
აშშ-ის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ დგას ქართველი ხალხის მხარეს და შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით 17.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-17T13:49+0400
2024-12-17T13:49+0400
2024-12-17T13:49+0400
საქართველო
აშშ
აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291190351_0:50:3073:1779_1920x0_80_0_0_a8ada4c6bff5d4228679ee603729b64b.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, დამატებითი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, განაცხადა აშშ-ის სახდეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე, რომელსაც საფუძვლად დაედო ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 ნოემბერს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განაცხადა, 13 დეკემბერს კი 20 პირის - ჩინოვნიკებისა და კერძო პირების - მიმართ სავიზო შეზღუდვები დააწესა.გასულ კვირაში, როდესაც აშშ-მ 20-მდე მაღალჩინოსნისა და კერძო პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვები დააწესა, მაშინ სახდეპარტამენტმა სანქციების დამატებითი პაკეტი დააანონსა, აღნიშნა მან.მილერის თქმით, დღეს მას არ შეუძლია აღნიშნულ საკითხზე უფრო მკაფიოდ ისაუბროს და კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ქართული დემოკრატიის მდგომარეობით.ამასთან, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დიდი ხანია საჭიროებს გადატვირთვას და ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ს პრეზიდენტი.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.გარდა ამისა, აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/01/291190351_220:0:2951:2048_1920x0_80_0_0_529f88e6265f6f95f31d892160f09385.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება
საქართველო, აშშ , აშშ-ის სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ქართული ოცნება
სახდეპარტამენტი: აშშ საქართველოსთვის დამატებითი სანქციების პაკეტს ამზადებს
აშშ-ის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ დგას ქართველი ხალხის მხარეს და შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, დამატებითი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს, განაცხადა აშშ-ის სახდეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე.
თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე, რომელსაც საფუძვლად დაედო ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 ნოემბერს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განაცხადა, 13 დეკემბერს კი 20 პირის - ჩინოვნიკებისა და კერძო პირების - მიმართ სავიზო შეზღუდვები დააწესა.
„ჩვენ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება, უნდა დარწმუნდე, რომ ამას კანონის შესაბამისად აკეთებ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, საუბრის მომენტშიც კი“, - განაცხადა მილერმა.
გასულ კვირაში, როდესაც აშშ-მ 20-მდე მაღალჩინოსნისა და კერძო პირის წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვები დააწესა, მაშინ სახდეპარტამენტმა სანქციების დამატებითი პაკეტი დააანონსა, აღნიშნა მან.
მილერის თქმით, დღეს მას არ შეუძლია აღნიშნულ საკითხზე უფრო მკაფიოდ ისაუბროს და კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ქართული დემოკრატიის მდგომარეობით.
„ჩვენ შეშფოთებული ვართ ქართული დემოკრატიის მდგომარეობით, ქმედებებით, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის მიზნით", - განაცხადა მილერმა.
ამასთან, ოფიციალურმა თბილისმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დიდი ხანია საჭიროებს გადატვირთვას და ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდება აშშ-ს პრეზიდენტი.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე გადაიტვირთოს 2025 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდება.