მიროშნიკი: რუსეთი უკრაინის არმიის დანაშაულებზე ინფორმაციას აგროვებს

© photo: Sputnik / Alexey Nikolskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2024
გამოწერა
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი დეტალურად აგროვებს ინფორმაციას სელიდოვოში უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაშაულებებზე, ეს აუცილებელია ტრიბუნალის ჩასატარებლად, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეცწარმომადგენელმა კიევის რეჟიმის დანაშაულებათა საკითხებში როდიონ მიროშნიკმა.
აღსანიშნავია, რომ ეს თანამდებობა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეიქმნა და მიროშნიკი მას 2023 წლის 30 აგვისტოდან იკავებს.
„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც მიმდინარეობს დეტალური მუშაობა მონაცემების შეგროვებაზე. სანამ ტრიბუნალის, სასამართლო პროცესის მომენტამდე მივალთ, ჩვენ გვჭირდება დეტალური ინფორმაცია კიევის რეჟიმის დანაშაულებებზე საგამოძიებო ორგანოების ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით, რომელმაც უნდა შექმნას შესაბამისი ბაზა“, — განაცხადა მიროშნიკმა მედიაჯგუფ Rossiya Segodnya-ს მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, რუსულ მხარეს აქვს მტკიცებულებები, რომ კიევის რეჟიმმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული, სელიდოვოს გარდა, ავდეევკაშიც ჩაიდინა.
როგორც რუსული მედია იუწყება, მედიაჯგუფ Rossiya Segodnya-ს საერთაშორისო მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენცია საერთაშორისო საზოგადოებრივი ტრიბუნალის ანგარიში იქნება წარმოდგენილი „უკრაინელი ნეონაცისტების დანაშაულების შესახებ“. ანგარიშის სახელწოდებაა „ქალაქ სელიდოვოში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი დახვრეტა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ“.
ყველა ახალი ამბავი
0