https://sputnik-georgia.com/20241217/ramdeni-skolaa-saqartveloshi-291444226.html
რამდენი სკოლაა საქართველოში? მონაცემები განახლდა
რამდენი სკოლაა საქართველოში? მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს სკოლებში მუშაობდა 66 ათასზე მეტი პედაგოგი - გასულ წელთან შედარებით 3,7%-ით მეტი. 17.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-17T17:49+0400
2024-12-17T17:49+0400
2024-12-17T20:39+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
სტატისტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278973102_356:213:1898:1080_1920x0_80_0_0_c9ea628f0509bb6fe047be11b30597ae.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობამ 2.294 შეადგინა - წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.უწყების ცნობით, საქართველოში 2086 საჯარო და 208 კერძო სკოლაა.რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სკოლა მდებარეობს (17,1%) იმერეთში. თუმცა, მოსწავლეთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი - 35,8%.2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში დაახლოებით 640,7 ათასი მოსწავლე ირიცხება, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია. მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 48,3% გოგო, 51,7% კი ბიჭია.საქართველოს სახელმწიფო სკოლებში სწავლობს მოსწავლეთა 89%, კერძო სკოლებში კი 11%.2024 წელს სკოლა დაამთავრა 41,7 ათასმა ახალგაზრდამ, რაც გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით 11,8%-ით ნაკლებია.მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს სკოლებში მუშაობდა 66 ათასზე მეტი პედაგოგი - გასულ წელთან შედარებით 3,7%-ით მეტი. პედაგოგების უმეტესობა ქალია - 87,5%, მამაკაცების რაოდენობა კი 12,5%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/1a/278973102_501:181:1700:1080_1920x0_80_0_0_9140804eda1493a702aa9e37267669c3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , სტატისტიკა, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , სტატისტიკა, ახალი ამბები
რამდენი სკოლაა საქართველოში? მონაცემები განახლდა
17:49 17.12.2024 (განახლებულია: 20:39 17.12.2024) მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს სკოლებში მუშაობდა 66 ათასზე მეტი პედაგოგი - გასულ წელთან შედარებით 3,7%-ით მეტი.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობამ 2.294 შეადგინა - წინა სასწავლო წელთან შედარებით ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველოში 2086 საჯარო და 208 კერძო სკოლაა.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი სკოლა მდებარეობს (17,1%) იმერეთში. თუმცა, მოსწავლეთა რაოდენობით ლიდერობს თბილისი - 35,8%.
2024-2025 სასწავლო წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში დაახლოებით 640,7 ათასი მოსწავლე ირიცხება, რაც გასულ წელთან შედარებით 1%-ით მეტია. მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 48,3% გოგო, 51,7% კი ბიჭია.
საქართველოს სახელმწიფო სკოლებში სწავლობს მოსწავლეთა 89%, კერძო სკოლებში კი 11%.
2024 წელს სკოლა დაამთავრა 41,7 ათასმა ახალგაზრდამ, რაც გასულ წლის მაჩვენებელთან შედარებით 11,8%-ით ნაკლებია.
მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს სკოლებში მუშაობდა 66 ათასზე მეტი პედაგოგი - გასულ წელთან შედარებით 3,7%-ით მეტი. პედაგოგების უმეტესობა ქალია - 87,5%, მამაკაცების რაოდენობა კი 12,5%-ს შეადგენს.