https://sputnik-georgia.com/20241217/mzveravi-dronebi-pentagonis-bazebze-291465283.html
მზვერავი დრონები პენტაგონის ბაზებზე: ირანი, ჩინეთი, რუსეთი თუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
მზვერავი დრონები პენტაგონის ბაზებზე: ირანი, ჩინეთი, რუსეთი თუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები
Sputnik საქართველო
ვაშინგტონი ცდილობს, მთელი მსოფლიო მართოს, თუმცა საკუთარ ცაშიც კი წესრიგის დამყარება არ შეუძლია. რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის არმიისა და საზღვაო ძალების... 17.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-17T19:26+0400
2024-12-17T19:26+0400
2024-12-19T08:27+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23718/59/237185946_0:401:2610:1869_1920x0_80_0_0_f862c07e5045f169dcdfaeddd36a1fa5.jpg
ვაშინგტონი ცდილობს, მთელი მსოფლიო მართოს, თუმცა საკუთარ ცაშიც კი წესრიგის დამყარება არ შეუძლია. რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის არმიისა და საზღვაო ძალების ჩრდილოამერიკულ და ევროპულ ბაზებზე ასობით გაურკვეველი კუთვნილების დრონი ტექნოლოგიურად ამცირებს „ჰეგემონს“ და ადგილობრივ მოსახლეობასაც აშინებს. პენტაგონის, FBI-ისა და სხვა სპეცსამსახურების სპეციალისტებმა აღიარეს: მათთვის უცნობია, ვინ უშვებს დრონებს და რას საქმიანობენ ისინი ამერიკისა და ევროპის ცაში.გაურკვეველმა საფრენმა აპარატებმა 13-14 დეკემბერს „დაისტუმრეს“ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების რაით-პატერსონის ბაზა ოჰაიოს შტატში. სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის დრონების გამოჩენამ მფრინავებისთვის გაფრთხილება გამოიწვია, იმის შესახებ, რომ საჰაერო სივრცე პარასკევ საღამოსიდან შაბათ დილამდე დაიხურება. ეს მხოლოდ ბოლო ეპიზოდია ხანგრძლივ სერიაში, როცა ნოემბერ-დეკემბერში დრონები (ამო) აშშ-ის საიდუმლო ობიექტებსა და სამხედრო ბაზებზე ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ რაით-პატერსონის ბაზა პენტაგონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია, სადაც განთავსებულია აშშ-ის საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორია, მატერიალური უზრუნველყოფის სარდლობა, 655-ე დაზვერვის ფრთა, ეროვნული საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ქვედანაყოფები.„დრონების კარნავალი“ 500 კმ-ით აღმოსავლეთით, ნიუ-ჯერსის შტატში, ასევე გახდა პენტაგონის შეშფოთების მიზეზი და ათასობით მოქალაქის სატელეფონო ზარის საბაბი, რომლებიც „ამოს“ დანიშნულების გაურკვევლობამ შეაშფოთა. ნიუ-ჯერსიში მდებარეობს საზღვაო ბაზა ერლი და პიკატინის არსენალი.აშშ-ის სანაპირო დაცვამ 11 დეკემბერს ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან ინციდენტი დაადასტურა, როცა მის ერთ-ერთ ხომალდს 30-მდე უცნობი დაბალმფრინავი აპარატი სდევნიდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ დრონები „ირანული ფლოტის ბაზიდან“ შემოიჭრნენ, თუმცა ეს ვერსია ჩრდილოეთის სარდლობამ (NORTHCOM) მალევე უარყო.ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ 9 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებს „ძალიან რთული დრონების“ შესახებ აცნობა: „როგორც კი შენიშნავთ, მყისვე ქრებიან... ჩვენ ამას უკიდურესად სერიოზულად ვუდგებით“. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი მიიჩნია, რომ მოქმედი ადმინისტრაცია დრონების შესახებ ინფორმაციას მალავს და 14 დეკემბერს „ამოუცნობების“ ჩამოგდება მოითხოვა.კოშმარების რეალობა„ამოს“ მდგრადი აქტივობა დაფიქსირდა ექვს შტატში: ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკში, კონექტიკუტში, პენსილვანიაში, მასაჩუსეტსა და ვირჯინიაში.აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელმა 14 დეკემბერს განაცხადა: „უკვე დიდი ხანია, დრონების შემოჭრის პრობლემა გვაქვს... ვერ ვპოულობთ ოპერატორებს ან მათი წარმოშობის წერტილებს... არ ვიცით, რას საქმიანობენ“. იმავე დღეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა ნიუ-ჯერსის ცაში მანათობელი სფერო გადაიღეს კომენტარით: „პირდაპირ არ ვიცით, რა არის ეს“. ამ გაურკვევლობამ ამერიკული საზოგადოება გააღიზიანა.აშშ-ის ადმინისტრაცია მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს, რომ უცნობი საფრენი აპარატები უკვე დიდი ხანია, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (წყალსაცავები, ელექტროგადამცემი ხაზები, რკინიგზები, სამხედრო ობიექტები) დაფრინავენ და „არაფერი ცუდი მომხდარა“. თუმცა „ამოს“ საკითხმა იმდენად შეაშფოთა კონგრესი, რომ 10 დეკემბერს ამ თემაზე მოსმენებიც კი გაიმართა.FBI-ის წარმომადგენელმა რობერტ უილერმა განაცხადა, რომ ბიუროს „ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს“ 18 ნოემბერს პიკატინიდან დაწყებულ და ნიუ-ჯერსის შტატში გავრცელებულ შეჭრებზე.ამასობაში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 13 დეკემბერს გერმანიაში რამშტაინის ბაზასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონების გამოჩენა დაადასტურა. ანალოგიური შემთხვევები რეგულარულად ფიქსირდება აშშ-ის ავიაბაზებზე დიდ ბრიტანეთში – Lakeheath, Mildenhall, Feltwell, Fairford.ამერიკასა და ევროპაში ჩინური, ირანული ან რუსული კვალი პრაქტიკულად ვერ მოიძებნა. ნოემბერში კოსმოსური ძალების ვანდენბერგის ბაზასთან ჩინური გვარის მქონე ამერიკელის, ჩჟოუს დაკავება დეკემბერში მისტიური დრონების აქტივობაზე გავლენას ვერ ახდენს.უცხოპლანეტელთა შესახებ ვერსია კვლავ „მუშა მდგომარეობაშია“, ხოლო გამოძიება გრძელდება. ცნობილი დასავლელი წინასწარმეტყველი ათოს სალომე 757 „ამოს“ ეპიზოდი გააანალიზა და დაასკვნა, რომ პენტაგონი და აშშ-ის მთავრობა არამიწიერ არსებებთან თანამშრომლობენ და სიმართლეს მალავენ.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23718/59/237185946_51:0:2543:1869_1920x0_80_0_0_327cc7e1fea1bd223567c2d2fccf56de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება
ვაშინგტონი ცდილობს, მთელი მსოფლიო მართოს, თუმცა საკუთარ ცაშიც კი წესრიგის დამყარება არ შეუძლია. რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის არმიისა და საზღვაო ძალების ჩრდილოამერიკულ და ევროპულ ბაზებზე ასობით გაურკვეველი კუთვნილების დრონი ტექნოლოგიურად ამცირებს „ჰეგემონს“ და ადგილობრივ მოსახლეობასაც აშინებს. პენტაგონის, FBI-ისა და სხვა სპეცსამსახურების სპეციალისტებმა აღიარეს: მათთვის უცნობია, ვინ უშვებს დრონებს და რას საქმიანობენ ისინი ამერიკისა და ევროპის ცაში.
გაურკვეველმა საფრენმა აპარატებმა 13-14 დეკემბერს „დაისტუმრეს“ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების რაით-პატერსონის ბაზა ოჰაიოს შტატში. სხვადასხვა ზომისა და კონფიგურაციის დრონების გამოჩენამ მფრინავებისთვის გაფრთხილება გამოიწვია, იმის შესახებ, რომ საჰაერო სივრცე პარასკევ საღამოსიდან შაბათ დილამდე დაიხურება.
ეს მხოლოდ ბოლო ეპიზოდია ხანგრძლივ სერიაში, როცა ნოემბერ-დეკემბერში დრონები (ამო) აშშ-ის საიდუმლო ობიექტებსა და სამხედრო ბაზებზე ფიქსირდებოდა. აღსანიშნავია, რომ რაით-პატერსონის ბაზა პენტაგონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტია, სადაც განთავსებულია აშშ-ის საჰაერო ძალების კვლევითი ლაბორატორია, მატერიალური უზრუნველყოფის სარდლობა, 655-ე დაზვერვის ფრთა, ეროვნული საჰაერო და კოსმოსური დაზვერვის ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ქვედანაყოფები.
„დრონების კარნავალი“ 500 კმ-ით აღმოსავლეთით, ნიუ-ჯერსის შტატში, ასევე გახდა პენტაგონის შეშფოთების მიზეზი და ათასობით მოქალაქის სატელეფონო ზარის საბაბი, რომლებიც „ამოს“ დანიშნულების გაურკვევლობამ შეაშფოთა. ნიუ-ჯერსიში მდებარეობს საზღვაო ბაზა ერლი და პიკატინის არსენალი.
აშშ-ის სანაპირო დაცვამ 11 დეკემბერს ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან ინციდენტი დაადასტურა, როცა მის ერთ-ერთ ხომალდს 30-მდე უცნობი დაბალმფრინავი აპარატი სდევნიდა. გაჩნდა ვარაუდი, რომ დრონები „ირანული ფლოტის ბაზიდან“ შემოიჭრნენ, თუმცა ეს ვერსია ჩრდილოეთის სარდლობამ (NORTHCOM) მალევე უარყო.
ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ 9 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენლებს „ძალიან რთული დრონების“ შესახებ აცნობა: „როგორც კი შენიშნავთ, მყისვე ქრებიან... ჩვენ ამას უკიდურესად სერიოზულად ვუდგებით“. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი მიიჩნია, რომ მოქმედი ადმინისტრაცია დრონების შესახებ ინფორმაციას მალავს და 14 დეკემბერს „ამოუცნობების“ ჩამოგდება მოითხოვა.
„ამოს“ მდგრადი აქტივობა დაფიქსირდა ექვს შტატში: ნიუ-ჯერსიში, ნიუ-იორკში, კონექტიკუტში, პენსილვანიაში, მასაჩუსეტსა და ვირჯინიაში.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელმა 14 დეკემბერს განაცხადა: „უკვე დიდი ხანია, დრონების შემოჭრის პრობლემა გვაქვს... ვერ ვპოულობთ ოპერატორებს ან მათი წარმოშობის წერტილებს... არ ვიცით, რას საქმიანობენ“. იმავე დღეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა ნიუ-ჯერსის ცაში მანათობელი სფერო გადაიღეს კომენტარით: „პირდაპირ არ ვიცით, რა არის ეს“. ამ გაურკვევლობამ ამერიკული საზოგადოება გააღიზიანა.
აშშ-ის ადმინისტრაცია მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს, რომ უცნობი საფრენი აპარატები უკვე დიდი ხანია, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (წყალსაცავები, ელექტროგადამცემი ხაზები, რკინიგზები, სამხედრო ობიექტები) დაფრინავენ და „არაფერი ცუდი მომხდარა“. თუმცა „ამოს“ საკითხმა იმდენად შეაშფოთა კონგრესი, რომ 10 დეკემბერს ამ თემაზე მოსმენებიც კი გაიმართა.
FBI-ის წარმომადგენელმა რობერტ უილერმა განაცხადა, რომ ბიუროს „ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვს“ 18 ნოემბერს პიკატინიდან დაწყებულ და ნიუ-ჯერსის შტატში გავრცელებულ შეჭრებზე.
ამასობაში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 13 დეკემბერს გერმანიაში რამშტაინის ბაზასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დრონების გამოჩენა დაადასტურა. ანალოგიური შემთხვევები რეგულარულად ფიქსირდება აშშ-ის ავიაბაზებზე დიდ ბრიტანეთში – Lakeheath, Mildenhall, Feltwell, Fairford.
ამერიკასა და ევროპაში ჩინური, ირანული ან რუსული კვალი პრაქტიკულად ვერ მოიძებნა. ნოემბერში კოსმოსური ძალების ვანდენბერგის ბაზასთან ჩინური გვარის მქონე ამერიკელის, ჩჟოუს დაკავება დეკემბერში მისტიური დრონების აქტივობაზე გავლენას ვერ ახდენს.
უცხოპლანეტელთა შესახებ ვერსია კვლავ „მუშა მდგომარეობაშია“, ხოლო გამოძიება გრძელდება. ცნობილი დასავლელი წინასწარმეტყველი ათოს სალომე 757 „ამოს“ ეპიზოდი გააანალიზა და დაასკვნა, რომ პენტაგონი და აშშ-ის მთავრობა არამიწიერ არსებებთან თანამშრომლობენ და სიმართლეს მალავენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე