პრემიერ-მინისტრი დაინტერესებულ პირებს ნებისმიერ ფორმატში დიალოგს სთავაზობს

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2024
გამოწერა
კობახიძემ საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადება გააკეთა მაშინვე, როგორც კი ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა.
თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებთან, მათ შორის „ლიბერალურ ფაშიზმთან" დაკავშირებით ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს შესთავაზა საჯარო დისკუსიის გამართვა
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებასთან დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ განცხადება გააკეთა მაშინვე, როგორც კი ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა. საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
„ლიბერალურ ფაშიზმზე გამარჯვება მხოლოდ ცოცხალი დისკუსიითა და ერთმანეთის მოსმენითაა შესაძლებელი. მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, ვისაც აქვს კითხვები, პირადი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, ნებისმიერ ფორმატში ჩავატაროთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, „ლიბერალური ფაშიზმის“ ქვეშ იგულისხმება სიცრუე, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივება უცხოური დაფინანსებით.
პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 370-ზე მეტი პირი.
ყველა ახალი ამბავი
0