https://sputnik-georgia.com/20241217/dges-saqartveloshi-barbarobas-zeimoben-291435010.html
დღეს საქართველოში ბარბარობას ზეიმობენ
დღეს საქართველოში ბარბარობას ზეიმობენ
Sputnik საქართველო
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს. 17.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-17T10:27+0400
2024-12-17T10:27+0400
2024-12-17T10:27+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23327/11/233271149_0:278:720:683_1920x0_80_0_0_7ed68326035bcacfd97e26f204d6c684.jpg
წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება.ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.რაც შეეხება ლობიანის გამოცხობის ტრადიციას, ეს წარმართული ადათიდან მოდის და მას წმინდა ბარბარესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას, ქალღმერთ ბარბალეს. მის პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. გაიგივების გამო წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.რადგან წმინდა ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური ადათი ქრისტიანულ ჭრილში გადავიდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით, როდესაც საქართველოში ლობიო გავრცელდა, ღვეზელის შემადგენლობაში მან დაიმკვიდრა ადგილი.საქართველოში წმინდა ბარბარეს ოდითგან სცემენ თაყვანს. მხოლოდ თბილისში მისი სახელობის ოთხი ეკლესიაა, რომელთაგან ერთი VIII საუკუნისაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23327/11/233271149_0:210:720:750_1920x0_80_0_0_bca4d9b2b0022c4fbf658d11e0fe4081.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება
დღეს საქართველოში ბარბარობას ზეიმობენ
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 17 დეკემბერს წმინდა ბარბარეს ხსენების დღეს, ანუ ბარბარობას აღნიშნავს.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ყოველთვის განსაკუთრებით ბევრი ბავშვი ესწრება.
ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ.
რაც შეეხება ლობიანის გამოცხობის ტრადიციას, ეს წარმართული ადათიდან მოდის და მას წმინდა ბარბარესთან არანაირი კავშირი არა აქვს. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას, ქალღმერთ ბარბალეს. მის პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს. ღვთაების მდედრობითი სქესისა და სახელთა დიდი მსგავსების გამო რიგითი მორწმუნეების გარკვეულ ნაწილში მოხდა ორი სუბიექტის გაიგივება–აღრევა. გაიგივების გამო წმინდა ქალწულმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე აცხობდნენ ბარბალესადმი მიძღვნილ ღვეზელებს.
რადგან წმინდა ბარბარეს ხსენება აღინიშნება შობის მარხვაში, ხალხური ადათი ქრისტიანულ ჭრილში გადავიდა და ღვეზელი სამარხვო მზადდებოდა. მოგვიანებით, როდესაც საქართველოში ლობიო გავრცელდა, ღვეზელის შემადგენლობაში მან დაიმკვიდრა ადგილი.
საქართველოში წმინდა ბარბარეს ოდითგან სცემენ თაყვანს. მხოლოდ თბილისში მისი სახელობის ოთხი ეკლესიაა, რომელთაგან ერთი VIII საუკუნისაა.