https://sputnik-georgia.com/20241216/saqartveloshi-gidebis-savaldebulo-registracia-gadavadda-291430657.html
საქართველოში გიდების სავალდებულო რეგისტრაცია გადავადდა
საქართველოში გიდების სავალდებულო რეგისტრაცია გადავადდა
Sputnik საქართველო
საქართველოში გიდად მუშაობის მსურველ უცხოელებს რეგისტრაცია სპეციალური წესებით უნდა გაევლოთ. 16.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-16T17:49+0400
2024-12-16T17:49+0400
2024-12-16T17:49+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24747/11/247471117_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_af471ce4f942ef076f3dbac551945da4.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად საქართველოში გიდების სავალდებულო რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ ივნისამდე გადაიდო.წესი, რომლის თანახმადაც ყველა გიდი ვალდებული იყო დარეგისტირებულიყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რის გარეშეც მისი მუშაობა 500 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარეობდა, ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო.ამასთან, საქართველოში გიდად მუშაობის მსურველ უცხოელებს რეგისტრაცია სპეციალური წესებით უნდა გაევლოთ.კანონის ამოქმედების გადავადების მიზეზად დასახელდა მეტი დროისა და რესურსის საჭიროება, რათა მოხდეს სექტორის სრულყოფილად ინფორმირება, მომზადება და მიდგომების შეჯერება.ივნისამდე გადავადდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შემუშავება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ამოქმედებულიყო.კერძოდ, მიღებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს სამართალდარღვევის ოქმის ფორმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24747/11/247471117_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_7c14dcd163aab9c03079d15db48d11ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში გიდების სავალდებულო რეგისტრაცია გადავადდა
საქართველოში გიდად მუშაობის მსურველ უცხოელებს რეგისტრაცია სპეციალური წესებით უნდა გაევლოთ.
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად საქართველოში გიდების სავალდებულო რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ ივნისამდე გადაიდო.
წესი, რომლის თანახმადაც ყველა გიდი ვალდებული იყო დარეგისტირებულიყო ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რის გარეშეც მისი მუშაობა 500 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარეობდა, ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო.
ამასთან, საქართველოში გიდად მუშაობის მსურველ უცხოელებს რეგისტრაცია სპეციალური წესებით უნდა გაევლოთ.
კანონის ამოქმედების გადავადების მიზეზად დასახელდა მეტი დროისა და რესურსის საჭიროება, რათა მოხდეს სექტორის სრულყოფილად ინფორმირება, მომზადება და მიდგომების შეჯერება.
ივნისამდე გადავადდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის შემუშავება, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ამოქმედებულიყო.
კერძოდ, მიღებული ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშავოს სამართალდარღვევის ოქმის ფორმა.