პუტინი: დასავლეთის ხელისუფლებებს თავი ღმერთის წარმომადგენლები ჰგონიათ

  - Sputnik საქართველო, 1920, 16.12.2024
გამოწერა
თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნების ამჟამინდელ ხელისუფლებებს თავი დედამიწაზე ღმერთის წარმომადგენლებად მიაჩნიათ, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე.
მისი თქმით, კოლექტიური დასავლეთი კვლავაც ცდილობს გლობალური დომინირების შენარჩუნებას და მსოფლიო საზოგადოებას თავის წესებს ახვევს თავს; თანაც ამ წესებს ყოველ ჯერზე ცვლიან და თავის ნებაზე ამახინჯებენ.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტაბილური წესი: არანაირი წესები მათთვის, ვინც ამას აკეთებს, მათთვის, ვინც თავს მთელი მსოფლიოს სათავეში მდგომად მიიჩნევს, მათთვის, ვინც თავს დედამიწაზე უფლის წარმომადგენლებად მიჩნევენ, თუმცა მათ ღმერთი არც სწამთ“, — თქვა მან.
ყველა ახალი ამბავი
0