https://sputnik-georgia.com/20241216/dedaqalaqshi-mtavari-nazvisxe-ainto-291435477.html
დედაქალაქში მთავარი ნაძვისხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
დედაქალაქში მთავარი ნაძვისხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთება მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გადაიდო, რადგანაც დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა მხრიდან სცენის მიმართულებით... 16.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-16T21:39+0400
2024-12-16T21:39+0400
2024-12-16T21:39+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი წელი 2024
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/01/285375897_0:235:2048:1387_1920x0_80_0_0_ea700fde8a92a097bd7be78a999d7a61.jpg
თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვისხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტრადიციულად დეკემბერის პირველ ნახევარში თბილისში ირთვება საახალწლო განათებები, მთავარი ნაძვისხე და ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება.საახალწლო ნაძვისხის ანთების საზეიმო ცერემონია თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე იყო დაგეგმილი - აღნიშნული ტერიტორია საპროტესტო აქციების ეპიცენტრია, სადაც ასობით მონაწილე ყოველ საღამოს იკრიბება.კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთება მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გადაიდო, რადგანაც დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა მხრიდან სცენის მიმართულებით მძიმე საგნების სროლის ფაქტები.ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ დაგეგმილი იყო მთელი რიგი პროვოკაციები, რასაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა მძიმე შედეგები.რუსთაველის გამზირი 28 ნოემბრიდან შეკრების უცვლელი ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/01/285375897_263:208:1883:1423_1920x0_80_0_0_a18634c6f65d5d9b36fca9513e277d2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი წელი 2024, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი წელი 2024, ახალი ამბები
დედაქალაქში მთავარი ნაძვისხე და საახალწლო ილუმინაციები აინთო
კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთება მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გადაიდო, რადგანაც დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა მხრიდან სცენის მიმართულებით მძიმე საგნების სროლის ფაქტები.
თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვისხე აინთო და დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო ილუმინაციებიც ჩაირთო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ტრადიციულად დეკემბერის პირველ ნახევარში თბილისში ირთვება საახალწლო განათებები, მთავარი ნაძვისხე და ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება.
„ახალი წელი არის ყველასთვის საყვარელი სახალხო დღესასწაული და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენს პატარებს და თანაქალაქელებს სიხარულის და ბედნიერების განცდა წაართვას. თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი საახალწლო ქალაქი, გვექნება ბევრი საზეიმო ღონისძიება ამ დღეების განმავლობაში და ახალ 2025 წელს შევხვდებით ისე, როგორც გვეკადრება - ახალი გამარჯვებებით, მშვიდობისა და განვითარების იმედით", - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
საახალწლო ნაძვისხის ანთების საზეიმო ცერემონია თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ 14 დეკემბერს, 19:00 საათზე იყო დაგეგმილი - აღნიშნული ტერიტორია საპროტესტო აქციების ეპიცენტრია, სადაც ასობით მონაწილე ყოველ საღამოს იკრიბება.
კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ნაძვისხის ანთება მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით გადაიდო, რადგანაც დაფიქსირდა აქციის მონაწილეთა მხრიდან სცენის მიმართულებით მძიმე საგნების სროლის ფაქტები.
ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, უწყებამ მიიღო ინფორმაცია, რომ დაგეგმილი იყო მთელი რიგი პროვოკაციები, რასაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა მძიმე შედეგები.
რუსთაველის გამზირი 28 ნოემბრიდან შეკრების უცვლელი ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები.
ოპოზიცია, პრეზიდენტი და დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ, აცხადებენ, რომ ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო, ხელისუფლება კი საუბრობს „აგენტურული ოპოზიციის" მცდელობაზე ქვეყანაში მოაწყოს მაიდანი მათი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით.
4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო. მანამდე, ყოველ ღამე, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეთა ცალკეული ჯგუფები, ძირითადად ნიღბიანი ადამიანები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ესროდნენ ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას, პოლიცია კი წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30-ზე მეტი ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი.