ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

© Courtesy of Nakrebiბუდუ ზივზივაძე
ბუდუ ზივზივაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.12.2024
გამოწერა
ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. გერმანული „კარლსრუეს" ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ასეთია ანალიტიკური პორტალ Whoscored-ის შეფასება.
ზივზივაძე სიმბოლურ გუნდში 7,5-ქულიანი საშუალო შეფასებით მოხვდა, რაც რჩეულ თერთმეტეულში მეორე საუკეთესო შედეგია. პირველზე მისი თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკია – 7,6 ქულა.
ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურშიც შესანიშნავად ითამაშა და „კარლსრუეს“ „რეგენსბურგთან“ საშინაო შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 4:2. ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. ასევე, პენალტი მოიპოვა, რომელიც ვერ გამოიყენა. მას Whoscored-მა 8,5 ქულა დაუწერა.
ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავის ლიდერიცაა. ქართველმა თავდამსხმელმა უკვე 11 გოლი გაიტანა და კარიერაში საუეკთესო სეზონს ატარებს.
ზივზივაძემ „კარლსრუესთან" კონტრაქტი 2023 წლის 31 იანვარს გააფორმა. ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში 34 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი გაიტანა.
ყველა ახალი ამბავი
0