https://sputnik-georgia.com/20241215/somxetis-prezidentma-kavelashvils-rezidentad-archeva-miuloca-291416620.html
სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტიამ წარადგინა. 15.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-15T10:51+0400
2024-12-15T10:51+0400
2024-12-15T10:51+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
სომხეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:30:858:513_1920x0_80_0_0_1239a8e1fa41ee362c09959ee62c4c13.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. 14 დეკემბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა - პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.სომხეთის პრემიერმა მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს სომხურ-ქართული ურთიერთობების სასარგებლოდ. პარტია „ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" წარადგინა. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმური ინსტიტუტებია. მათივე თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი. 1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში. 2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში. ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კი ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:0:858:645_1920x0_80_0_0_19602b9712ddb6aec69ab817370f742f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სომხეთი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, სომხეთი, ახალი ამბები
სომხეთის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტიამ წარადგინა.
თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
14 დეკემბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა - პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
სომხეთის პრემიერმა მხარდაჭერა და მზადყოფნა გამოთქვა, ითანამშრომლოს სომხურ-ქართული ურთიერთობების სასარგებლოდ.
„ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გამოვხატავ სრულ მხარდაჭერას და მზადყოფნას, ვითანამშრომლო სომხურ-ქართული ტრადიციულად ძმური ურთიერთობების სასარგებლოდ. პრეზიდენტს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებ“, – დაწერა ხაჩატურიანმა სოციალურ ქსელში.
პარტია „ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" წარადგინა. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმური ინსტიტუტებია. მათივე თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე წარიმართა.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კი ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.