https://sputnik-georgia.com/20241215/kaladze-yavelashvili-girseuli-prezidenti-iqneba-291420780.html
კალაძე: მიხეილ ყაველაშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი
კალაძე: მიხეილ ყაველაშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტიამ წარადგინა. 15.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-15T15:17+0400
2024-12-15T15:17+0400
2024-12-15T15:45+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. მიხეილ ყაველაშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მოემსახურება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.14 დეკემბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა - პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. თბილისის მერმა ქვეყანას ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა და ყაველაშვილს პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა.როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩევა ქვეყანაში პოლარიზაციის დონეს შეამცირებს და საქართველოს ეყოლება პატრიოტი პრეზიდენტი. ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" წარადგინა. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმური ინსტიტუტებია, შესაბამისად, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. 28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირი შეკრების უცვლელი ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
კალაძე: მიხეილ ყაველაშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი
15:17 15.12.2024 (განახლებულია: 15:45 15.12.2024) მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტიამ წარადგინა.
თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. მიხეილ ყაველაშვილი იქნება ღირსეული პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მოემსახურება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
14 დეკემბერს საქართველოში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა - პრეზიდენტი არა მოსახლეობამ, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებულმა საარჩევნო კოლეგიამ აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
თბილისის მერმა ქვეყანას ახალი პრეზიდენტის არჩევა მიულოცა და ყაველაშვილს პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი, იქნება ღირსეული ადამიანი, ვინც იქნება ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. ყველაზე მთავარი არის, რომ გიყვარდეს შენი ქვეყანა და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც სჭირდება შენს სამშობლოსა და მის ხვალინდელ დღეს“, - აღნიშნა კალაძემ.
როგორც მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩევა ქვეყანაში პოლარიზაციის დონეს შეამცირებს და საქართველოს ეყოლება პატრიოტი პრეზიდენტი.
ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" წარადგინა. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა არალეგიტიმური ინსტიტუტებია, შესაბამისად, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა. 28 ნოემბრიდან რუსთაველის გამზირი შეკრების უცვლელი ადგილია მათთვის, ვინც აპროტესტებს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ყოველდღიურად განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს ევროინტეგრაციის შეჩერებას, პროტესტის ტალღა არ წყდება.