https://sputnik-georgia.com/20241214/zurabishvili-prezidentis-archevnebs-exmaureba-291410899.html
ზურაბიშვილი: დღეს პარლამენტი ერთადერთ კანდიდატს ირჩევს, რაც დემოკრატიის დაცინვაა
ზურაბიშვილი: დღეს პარლამენტი ერთადერთ კანდიდატს ირჩევს, რაც დემოკრატიის დაცინვაა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი. 14.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-14T13:45+0400
2024-12-14T13:45+0400
2024-12-14T14:08+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178394_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_7c9f2f7e93fe9a35c6f812040051d190.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. დღეს საქართველოს პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს ირჩევენ, რაც დემოკრატიის დაცინვაა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ტარდება - პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია ირჩევს. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე იმართება. დილით აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი და ასევე პარლამენტის მიმდებარე ქუჩა. თავად პარლამენტის შენობა პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული.ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები მე-11 მოწვევის პარლამენტს და მთავრობას, რომელსაც ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმურ ინსტიტუტებს უწოდებს. მათი თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.საქართველოს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და სამი მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილია. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყაველაშვილის კანდიდატურა ღიმილის მომგვრელია, რადგან ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს. მმართველმა პარტიამ კი პასუხად განაცხადა, რომ ყაველაშვილს დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში და მისი მთავარი უპირატესობა პატრიოტიზმია.დღეს გამართულ აქციაზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ორბელიანების სასახლემდე გზე რუსთაველის გამზირზე ფეხით გაიარა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ თქვა, რომ „სამსახურში მიდის“.ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.გამარჯვებისთვის ყაველაშვილმა საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ 200 წევრის ხმა უნდა მიიღოს. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მას 211 კოლეგიის წევრი ჰყავს.საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.პრეზიდენტის ფიგურადღეს პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა შეზღუდული უფლებამოსილებით. მაგალითად, პრეზიდენტი თავად წყვეტს ვის შეიწყალებს და იყენებს კანონებზე ვეტოს უფლებას, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია.სიახლე საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევას უკავშირდება. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში 2018 წლის გაზაფხულზე შევიდა. საქართველო საბოლოოდ გახდება საპარლამენტო რესპუბლიკა მას შემდეგ, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება, ადრე განმარტეს კონსტიტუციონალისტებმა.ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კი ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178394_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_eb88ffb5bf6467c1b269f410e3b083af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ზურაბიშვილი: დღეს პარლამენტი ერთადერთ კანდიდატს ირჩევს, რაც დემოკრატიის დაცინვაა
13:45 14.12.2024 (განახლებულია: 14:08 14.12.2024) პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. დღეს საქართველოს პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს ირჩევენ, რაც დემოკრატიის დაცინვაა, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები ტარდება - პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია ირჩევს. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.
„ერთი წლის წინ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო და დღეს ცენტრალური კომისიის მსგავსი „პარლამენტი“ „ერთადერთ“ კანდიდატს „ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა. ეს საქართველოს ევროპულ გზასა და დემოკრატიულ მომავალს ვერასდროს შეაჩერებს!“, - დაწერა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე იმართება. დილით აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი და ასევე პარლამენტის მიმდებარე ქუჩა. თავად პარლამენტის შენობა პოლიციის მიერაა შემოსაზღვრული.
ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციები მე-11 მოწვევის პარლამენტს და მთავრობას, რომელსაც ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმურ ინსტიტუტებს უწოდებს. მათი თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
საქართველოს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და სამი მოწვევის პარლამენტის წევრი მიხეილ ყაველაშვილია.
ხელისუფლების ოპონენტებისთვის ყაველაშვილის კანდიდატურა ღიმილის მომგვრელია, რადგან ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს. მმართველმა პარტიამ კი პასუხად განაცხადა, რომ ყაველაშვილს დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში და მისი მთავარი უპირატესობა პატრიოტიზმია.
დღეს გამართულ აქციაზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ორბელიანების სასახლემდე გზე რუსთაველის გამზირზე ფეხით გაიარა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მხოლოდ თქვა, რომ „სამსახურში მიდის“.
ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციის - ორბელიანების სასახლის დატოვებაზე უარს აცხადებს. „აბა, ვნახოთ, ვინ წავა“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.
როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სანამ ქვეყნის ხელისუფლება ახალი საპარლამენტო არჩევნებით არ შეიცვლება, ხელისუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი მხოლოდ ის შეიძლება იყოს.
გამარჯვებისთვის ყაველაშვილმა საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ 200 წევრის ხმა უნდა მიიღოს. მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მას 211 კოლეგიის წევრი ჰყავს.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
დღეს პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურაა შეზღუდული უფლებამოსილებით. მაგალითად, პრეზიდენტი თავად წყვეტს ვის შეიწყალებს და იყენებს კანონებზე ვეტოს უფლებას, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია.
სიახლე საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გადაქცევას უკავშირდება. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებები ძალაში 2018 წლის გაზაფხულზე შევიდა. საქართველო საბოლოოდ გახდება საპარლამენტო რესპუბლიკა მას შემდეგ, რაც მას ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი აღარ ეყოლება, ადრე განმარტეს კონსტიტუციონალისტებმა.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კი ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.