პრეზიდენტის არჩევნები: საქართველოს პარლამენტში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა

© Courtesy of Parliament of Georgiaმეექვსე პრეზიდენტის არჩევნები
მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2024
გამოწერა
საარჩევნო კოლეგიის წევრები ხმას პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს აძლევდნენ.
თბილისი, 14 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა - ცესკო ხმების დათვლის პროცედურაზე გადავიდა.
საარჩევნო კოლეგიის წევრები ხმას პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს აძლევდნენ.
საქართველოში პირველად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევდა. ხმის მიცემის პროცედურა პარლამენტში 9:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდა.
ხმების დათვლა პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაქვეყნებს, მათ შორის ამომრჩეველთა რაოდენობასა და საქართველოს პრეზიდენტის ერთადერთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კენჭისყრის შედეგებს შემაჯამებელი სხდომის შემდეგ გამოაცხადებს.
„ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ" წარადგინა. ის პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა, რომელსაც მან ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმური ინსტიტუტებია. მათივე თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
ხელისუფლების ოპონენტებში ყაველაშვილის კანდიდატურამ სიცილი გამოიწვია, რადგან ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს. მმართველმა პარტიამ კი პასუხად განაცხადა, რომ ყაველაშვილს დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში და მისი მთავარი უპირატესობა პატრიოტიზმია.
საქართველოს პარლამენტთან პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ ფილარმონიასთანაც და მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის შენობისკენ. მათ უკვე გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი და ასევე პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე დგანან.
პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია. აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურასაც.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ნდობას არ უცხადებენ. აქციაზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ორბელიანების სასახლემდე გზე რუსთაველის გამზირზე ფეხით გაიარა. მას კომენტარი არ გაუკეთებია, მან მხოლოდ თქვა, რომ „სამსახურში მიდის“.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კ ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
ყველა ახალი ამბავი
0