https://sputnik-georgia.com/20241214/saqartvelos-rkinigzaze-matareblebis-reisebi-gauqmda-291399681.html
საქართველოს რკინიგზაზე მატარებლების რეისები გაუქმდა
საქართველოს რკინიგზაზე მატარებლების რეისები გაუქმდა
Sputnik საქართველო
საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს. 14.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-14T00:05+0400
2024-12-14T00:05+0400
2024-12-14T00:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რკინიგზა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24626/15/246261501_0:158:3000:1846_1920x0_80_0_0_5b1f706e2cdeea70a429830365518740.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო წიფის, მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები.საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს.„აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებ გვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24626/15/246261501_165:0:2836:2003_1920x0_80_0_0_a5e13e3bfac1db0e0c2de1fde7c76db8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზაზე მატარებლების რეისები გაუქმდა
საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები, იუწყება „საქართველოს რკინიგზა“.
უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო წიფის, მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები.
საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს.
„აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებ-გვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებ გვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
კომპანია მგზავრებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.