https://sputnik-georgia.com/20241214/prezidentis-arcevnebi-saprotesto-aqciis-fonze-mimdinareobs-291404397.html
პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. 14.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-14T10:33+0400
2024-12-14T10:33+0400
2024-12-14T10:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
საქართველოს პარლამენტი
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291107452_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_b388d8e8e58c5f98bcfe5aedba5544a6.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტთან პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.უკვე 1 საათია, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ბიულეტენები სახელობითია. პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ ფილარმონიასთანაც და მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის შენობისკენ. მათ უკვე გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი და ასევე პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე დგანან.პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია. აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურასაც.აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ნდობას არ უცხადებენ. აქციაზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ორბელიანების სასახლემდე გზე რუსთაველის გამზირზე ფეხით გაიარა. მას კომენტარი არ გაუკეთებია, მან მხოლოდ თქვა, რომ „სამსახურში მიდის“.საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. კერძოდ, ისინი მობილიზებული არიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის წინა პერიმეტრზე და თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც დგას.პარლამენტის წინა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ნაძვის ხე, შემოსაზღვრულია რკინის ჯებირებით.საარჩევნოდ პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ შემოიღეს. ეს ნიშნავს, რომ შენობაში უშვებენ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, უფლებამოსილი პირების მიერ მიწვეულ პირებს, ასევე სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს.არჩევნებს ცესკო ატარებს. სხდომათა დარბაზში კენჭისყრისთვის სპეციალური ურნები უკვე განთავსებულია.პროცესის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში და სოციალურ ქსელებში მოხდება. არჩევნების შედეგები ცესკოს სხდომაზე შეჯამდება.ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. ის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილია.ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია საქართველოში. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა, რომელსაც მან ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმური ინსტიტუტებია. მათივე თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291107452_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_56b9d7de016b1ec93b3e6ef487f2bce9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პარლამენტი, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, საქართველოს პარლამენტი, საპროტესტო აქციები თბილისში
პრეზიდენტის არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს
პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა.
თბილისი, 14 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტთან პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
უკვე 1 საათია, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს - კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ბიულეტენები სახელობითია. პრეზიდენტის პოსტზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.
აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ ფილარმონიასთანაც და მსვლელობით დაიძრნენ პარლამენტის შენობისკენ. მათ უკვე გადაკეტეს ქალაქის ცენტრალური გამზირი და ასევე პარლამენტის მიმდებარე ქუჩაზე დგანან.
პარლამენტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პრეზიდენტის არჩევის პროცედურა არის არალეგიტიმური, რადგან თავად პარლამენტიც არალეგიტიმურია. აქციის მონაწილეები აკრიტიკებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურასაც.
აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ნდობას არ უცხადებენ. აქციაზე გამოჩნდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ორბელიანების სასახლემდე გზე რუსთაველის გამზირზე ფეხით გაიარა. მას კომენტარი არ გაუკეთებია, მან მხოლოდ თქვა, რომ „სამსახურში მიდის“.
საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. კერძოდ, ისინი მობილიზებული არიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის წინა პერიმეტრზე და თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც დგას.
პარლამენტის წინა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ნაძვის ხე, შემოსაზღვრულია რკინის ჯებირებით.
საარჩევნოდ პარლამენტში უსაფრთხოების „ყვითელი დონე“ შემოიღეს. ეს ნიშნავს, რომ შენობაში უშვებენ მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებს, უფლებამოსილი პირების მიერ მიწვეულ პირებს, ასევე სპეციალური აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტებს.
არჩევნებს ცესკო ატარებს. სხდომათა დარბაზში კენჭისყრისთვის სპეციალური ურნები უკვე განთავსებულია.
პროცესის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში და სოციალურ ქსელებში მოხდება. არჩევნების შედეგები ცესკოს სხდომაზე შეჯამდება.
ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ” წარადგინა. ის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, „ხალხის ძალის" წევრი მიხეილ ყაველაშვილია.
ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია საქართველოში. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე. მათი თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტი და მთავრობა, რომელსაც მან ნდობა გამოუცხადა, არალეგიტიმური ინსტიტუტებია. მათივე თქმით, მომავალი პრეზიდენტიც არალეგიტიმური იქნება.