https://sputnik-georgia.com/20241213/tavdasxma-tv-pirvelis-gadamreb-jgufze-gamoqveynda-saqmis-axali-detalebi-291398839.html
თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე: გამოქვეყნდა საქმის ახალი დეტალები
თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე: გამოქვეყნდა საქმის ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
პროკურატურამ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 13.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-13T22:25+0400
2024-12-13T22:25+0400
2024-12-13T22:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141036_0:151:1072:754_1920x0_80_0_0_71913ed5cebf237de7c65ed616a1ca07.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. გამოიკითხა გამოძიებისთვის ინტერესის მატარებელი პირები და მოწმეები, ამოღებულია მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული მატარებლები, შემოწმდა სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები, დაინიშნა კომპიუტერული და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში, რომელიც 7 დეკემბერს „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას იძიებს.შემთხვევა საქართველოს პარლამენტთან მორიგი აქციის დროს მოხდა. გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეოპერატორი გიორგი შეწირული სცემეს, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე კი მიწაზე დააგდეს - გადამღებ ჯგუფს წაართვეს და დაუმტვრიეს კამერა, ასევე წაართვეს მიკროფონი. კადრებში ჩანს შავებში ჩაცმული რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი.ვიდეოკამერების დიდი ნაწილი ამოღებულია გადაუდებელი წესით და სასამართლოს განჩინების საფუძველზე.თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ მოპოვებულ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, ვიდეოხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩანაწერებში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირების, მათი აღნაგობის, სიმაღლის, სიარულის მანერის და სხეულის სხვა თავისებურებების დასადგენად, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში შესაძლო დამნაშავეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტი გამოიკითხა. ამ ჟურნალისტმა გამოძიებას მიაწოდა სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა წყაროს დასახელება არ ისურვა.„ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ოთხი პირის: გ.ლ.-ს, ლ.თ.-ს, გ.კ.-ს და ზ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.მოხდა დასახელებული პირების და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა.გამოძიების მიერ დათვალიერდა ამოღებული მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები, რის შემდეგაც მათ მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპლექსური ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა.ვიდეომასალის შესწავლითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და გამოკითხული იქნა ინციდენტის შემსწრე და მიმდებარედ მცხოვრები 10 მოქალაქე.საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფი პოლიციის თანამშრომლების, ბორტის და სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერების თაობაზე.სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება.დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.საქართველოს პროკურატურის მიერ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დაზარალებულად იქნენ ცნობილი.საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141036_279:171:1014:723_1920x0_80_0_0_b2510742005b862988ee968ae520f840.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, საპროტესტო აქციები თბილისში
თავდასხმა „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე: გამოქვეყნდა საქმის ახალი დეტალები
პროკურატურამ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორ გიორგი შეწირულს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა
თბილისი, 13 დეკემბერი - Sputnik. გამოიკითხა გამოძიებისთვის ინტერესის მატარებელი პირები და მოწმეები, ამოღებულია მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული მატარებლები, შემოწმდა სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები, დაინიშნა კომპიუტერული და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში, რომელიც 7 დეკემბერს „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას იძიებს.
შემთხვევა საქართველოს პარლამენტთან მორიგი აქციის დროს მოხდა. გრიბოედოვის ქუჩაზე ტელეოპერატორი გიორგი შეწირული სცემეს, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე კი მიწაზე დააგდეს - გადამღებ ჯგუფს წაართვეს და დაუმტვრიეს კამერა, ასევე წაართვეს მიკროფონი. კადრებში ჩანს შავებში ჩაცმული რამდენიმე ნიღბიანი ადამიანი.
„ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და ძველი თბილისის რაიონის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული 35 ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვიდეოკამერების დიდი ნაწილი ამოღებულია გადაუდებელი წესით და სასამართლოს განჩინების საფუძველზე.
თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ მოპოვებულ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, ვიდეოხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩანაწერებში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირების, მათი აღნაგობის, სიმაღლის, სიარულის მანერის და სხეულის სხვა თავისებურებების დასადგენად, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში შესაძლო დამნაშავეების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტი გამოიკითხა. ამ ჟურნალისტმა გამოძიებას მიაწოდა სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა წყაროს დასახელება არ ისურვა.
„ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ოთხი პირის: გ.ლ.-ს, ლ.თ.-ს, გ.კ.-ს და ზ.ძ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მოხდა დასახელებული პირების და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა.
გამოძიების მიერ დათვალიერდა ამოღებული მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები, რის შემდეგაც მათ მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.
გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპლექსური ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა.
ვიდეომასალის შესწავლითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და გამოკითხული იქნა ინციდენტის შემსწრე და მიმდებარედ მცხოვრები 10 მოქალაქე.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფი პოლიციის თანამშრომლების, ბორტის და სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერების თაობაზე.
სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება.
დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
საქართველოს პროკურატურის მიერ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დაზარალებულად იქნენ ცნობილი.
საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.