საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, რომელსაც ცესკო ჩაატარებს
აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილია ერთადერთი კანდიდატურა - სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი.
პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდება.
პრეზიდენტს არა მოსახლეობა, როგორც ადრე, არამედ 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი სათათბირო ორგანოების წარმომადგენლები.
ოპოზიცია აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ოპოზიციონერების თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, შესაბამისად, ამჟამინდელი საკანონმდებლო ორგანო, ისევე როგორც მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, არალეგიტიმურია'
პრეზიდენტის არჩევნებისთვის საჭიროა კანდიდატმა მიიღოს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედი ანუ 200 ხმა. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო კოლეგიაში საკმარისზე მეტი ხმა აქვს.
საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0