საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerთოვლიოანი გზები
თოვლიოანი გზები - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2024
გამოწერა
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ძლიერი თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები წესდება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„ძლიერი თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 133-158-ე კმ მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უამინდობის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზეც.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0