https://sputnik-georgia.com/20241213/saeklesio-kalendari-13-dekemberi-291384747.html
საეკლესიო კალენდარი: 13 დეკემბერი
საეკლესიო კალენდარი: 13 დეკემბერი
Sputnik საქართველო
მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელის, მეფე ვახტანგ გორგასლის, წმიდა პეტრე I კათალიკოსის, წმიდა... 13.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-13T09:00+0400
2024-12-13T09:00+0400
2024-12-13T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23853/69/238536923_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_78e78f4e2e5597b119c106077840a65a.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.ანდრია პირველწოდებულიანდრია პირველწოდებული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელად არის მიჩნეული.წმიდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული.გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები იყვნენ. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა” საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.საქართველოს ტერიტორიაზე ანდრია მოციქული პირველად სოფელ დიდაჭარაში შემოვიდა. წმინდანი სრულიად უცხო მხარეში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემოვიდა. უფლის სახელით მოსული მოციქული მრავალ სასწაულს აღავლენდა. დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი წმინდა მაკურნებელი წყარო, რომელიც იმ ადგილზე აღმოცენდა, სადაც ღვთიმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. სოფელში დღემდეა შემონახული თავად წმინდა ანდრიას მიერ აშენებული ტაძრის ნანგრევებიც.ანდრია პირველწოდებულს კერპთაყვანისმცემელი მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მრავალ განსაცდელს გაუძლო და ბევრი მათგანი მოაქცია. გადმოცემის თანახმად, სწორედ მან ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა. რის შემდეგაც მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.უკანასკნელი ქალაქი სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო. ქალაქის თავმა ეგაეტმა, რომელიც ცრუ ღვთაებას ერთგულებდა, ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს. წმიდა მოციქული ჯვარზე აღესრულა.ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 13 დეკემბერს - წმინდა მოციქულის აღსრულების დღეს, ხოლო 12 მაისს – საქართველოში შემოსვლის დღეს.ვახტანგ გორგასალივახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. ზედწოდება მიიღო მუზარადზე გამოსახული მგლის გამო: სპარსულად „გორგასარ" მგლისთავას ნიშნავს. მისი მისი სახელი – „გორგასლიანი” მოგვიანებით ქართულ სახელმწიფო დროშას ეწოდა.ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება. ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის მშენებლობა და დედაქალაქად გამოცხადება.ვახტანგი სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. 458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი ქართლის ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა საომარი სამზადისი და 16 წლის ასაკში ვახტანგმა დაიმორჩილა ალანები, გამოიხსნა ტყვეები, მათ შორის, თავისი მცირეწლოვანი და -მირანდუხტი, რომელიც ალანებს ჰყავდათ გადაცებული და გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.ალანთა დამორჩილების შემდგომ, ვახტანგმა გაილაშქრა და დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ოლქები. გადმოსასვლელები შეკრა და მეციხოვნეები ჩააყენა. ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან ვახტაგ მეფე გადავიდა აფხაზეთში, განდევნა იქიდან ბიზანტიელები და ეგრისის დიდი ნაწილი და კლარჯეთი შემოიერთა. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა. ამ ლაშქრობის შემდეგ მიიღო ვახტანგ გორგასალმა „იალბუზის გმირის“ წოდებავახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაში, რუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ უჯარმაში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე.წმიდა პეტრე I კათალიკოსიწმიდა პეტრე იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. იგი V ს-ის 60-იანი წლებიდან VI ს დასაწყისამდე განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის.წმიდა პეტრე, წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ვახტანგ მეფე, წმიდა პეტრემ მიიღო მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.წმიდა სამოელ I კათოლიკოსიწმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ VI ს დასაწყისში. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელი საქართველში ჩამოვიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო „ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი“ წმიდა პეტრე კი მცხეთასვე განაწესეს ეპისკოპოსად.წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი კათოლიკოსის და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა წმიდა მოწამე შუშანიკს. წმიდა სამოელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებასა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეს.წმიდა ფრუმენტი, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსიწმიდა ფრუმენტი - ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი, ღვთის განგებით, ბავშვობიდანვე მეფის კარზე აღიზარდა და მისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით მეფის უახლოესი მრჩეველი და ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო.ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობის მიზნით წმინდანი ალექსანდრიაში ჩავიდა და წმიდა მღვდელმთავარი ათანასე დიდი (326-373, ხს. 2 მაისს) მოინახულა. წმიდა ათანასეს კურთხევით ფრუმენტი აბისინიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ასე რომ, ნეტარი ახალ ხარისხში დაუბრუნდა ქვეყანას. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგებისა და სასწაულების გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ნათელიღო. მას შემდეგ, რაც მოციქულებრივი ღვაწლი გასწია აბისინიის ხალხის მოსაქცევად, ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახლოებით 380 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20241212/saeklesio-kalendari-12-dekemberi-291361390.html
https://sputnik-georgia.com/20241211/saeklesio-kalendari-11-delemberi-291321811.html
https://sputnik-georgia.com/20241210/saeklesio-kalendari-10-dekemberi-291301465.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23853/69/238536923_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_b1c8c0f597c1b84e506aab457b3f8889.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 13 დეკემბერი
მართლმადიდებელი ეკლესია 13 დეკემბერს ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებელის, მეფე ვახტანგ გორგასლის, წმიდა პეტრე I კათალიკოსის, წმიდა სამუელ I კათალიკოსის, ფრუმენტის, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ანდრია პირველწოდებული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელად არის მიჩნეული.
წმიდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული.გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები იყვნენ. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა” საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.
საქართველოს ტერიტორიაზე ანდრია მოციქული პირველად სოფელ დიდაჭარაში შემოვიდა. წმინდანი სრულიად უცხო მხარეში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატით შემოვიდა. უფლის სახელით მოსული მოციქული მრავალ სასწაულს აღავლენდა. დიდაჭარაში დღემდეა შემორჩენილი წმინდა მაკურნებელი წყარო, რომელიც იმ ადგილზე აღმოცენდა, სადაც ღვთიმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. სოფელში დღემდეა შემონახული თავად წმინდა ანდრიას მიერ აშენებული ტაძრის ნანგრევებიც.
ანდრია პირველწოდებულს კერპთაყვანისმცემელი მოსახლეობა დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მრავალ განსაცდელს გაუძლო და ბევრი მათგანი მოაქცია. გადმოცემის თანახმად, სწორედ მან ააგო პირველი ტაძარი საქართველოში და პირველი სასულიერო პირებიც მანვე დაადგინა. რის შემდეგაც მისიონერული მოღვაწეობა სხვა ქვეყნებში განაგრძო.
უკანასკნელი ქალაქი სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო. ქალაქის თავმა ეგაეტმა, რომელიც ცრუ ღვთაებას ერთგულებდა, ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს. წმიდა მოციქული ჯვარზე აღესრულა.
ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს: 13 დეკემბერს - წმინდა მოციქულის აღსრულების დღეს, ხოლო 12 მაისს – საქართველოში შემოსვლის დღეს.
ვახტანგ I გორგასალი, ქართლის მეფე V საუკუნის II ნახევარში. ზედწოდება მიიღო მუზარადზე გამოსახული მგლის გამო: სპარსულად „გორგასარ" მგლისთავას ნიშნავს. მისი მისი სახელი – „გორგასლიანი” მოგვიანებით ქართულ სახელმწიფო დროშას ეწოდა.
ვახტანგ გორგასალის მეფობის დროს უდიდესი მოვლენა იყო საქართველოს ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება. ვახტანგ გორგასლის სახელთანაა დაკავშირებული თბილისის მშენებლობა და დედაქალაქად გამოცხადება.
ვახტანგი სავარაუდოდ, დაიბადა 442 წელს ქართლის მეფე მირდატ და დედოფალ საგდუხტის ოჯახში. 458 წელს თხუთმეტი წლის ვახტანგი ქართლის ტახტზე ავიდა. მან ტახტზე ასვლისთანავე ბრძანა საომარი სამზადისი და 16 წლის ასაკში ვახტანგმა დაიმორჩილა ალანები, გამოიხსნა ტყვეები, მათ შორის, თავისი მცირეწლოვანი და -მირანდუხტი, რომელიც ალანებს ჰყავდათ გადაცებული და გაამაგრა ქართლის ჩრდილოეთი საზღვარი.
ალანთა დამორჩილების შემდგომ, ვახტანგმა გაილაშქრა და დაიმორჩილა ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ოლქები. გადმოსასვლელები შეკრა და მეციხოვნეები ჩააყენა. ამრიგად, მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველ ხელმწიფეს ემორჩილებოდა. ჯიქეთიდან ვახტაგ მეფე გადავიდა აფხაზეთში, განდევნა იქიდან ბიზანტიელები და ეგრისის დიდი ნაწილი და კლარჯეთი შემოიერთა. დასავლეთ საქართველოს შემოერთების შემდეგ მეფე მცხეთაში დაბრუნდა. ამ ლაშქრობის შემდეგ მიიღო ვახტანგ გორგასალმა „იალბუზის გმირის“ წოდება
ვახტანგ გორგასალი დიდხანს ემზადებოდა სპარსეთთან გადამწყვეტი ომისთვის. მან 482 წელს სიკვდილით დასაჯა ქვემო ქართლის თავგასული პიტიახში ვარსქენი. ეს ფაქტობრივად სპარსეთთან ომის გამოცხადებას ნიშნავდა.
502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. უთვალავ მხედრობას თავად კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. მტერი შემოვიდა ივრის ხეობაში, რუსთავსა და სამგორში. ქართველთა ჯარი სპარსელებზე ხუთჯერ ნაკლები იყო.
ბრძოლის წინ პეტრე კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ვახტანგმა დილა სისხამზე იერიში ბრძანა. შეუკავებლად მიარღვევდა სამოცი წლის ქართველი მეფე შაჰის კარვისკენ. მიაღწია კიდეც, შევარდა შაჰის კარავში. გრიგალივით მოვარდნილი მთაკაცის ხილვით შეძრწუნებულმა კავადმა წამსვე ცხენი შეატრიალა და ბრძოლის ველიდან გაქუსლა. გორგასალს შეერკინა უფლისწული ბარტამი. მზის ამოსვლიდან საღამომდე იბრძოდა ვახტანგი, რომელიც მოღალატე მონაყოფილმა იღლიაში დაჭრა. მხოლოდ უჯარმაში შეიტყვეს, რომ მეფე დაჭრილი იყო, როცა ძალაგამოცლილი უღონოდ დაეცა სარეცელზე.
წმიდა პეტრე იყო ქართლის პირველი კათოლიკოსი. იგი V ს-ის 60-იანი წლებიდან VI ს დასაწყისამდე განგებდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. ღვთის განგებით მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.
ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა „პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა“ და მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას.
წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის.
წმიდა პეტრე, წმიდა ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ვახტანგ მეფე, წმიდა პეტრემ მიიღო მეფის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.
წმიდა სამოელ I კათოლიკოსი
წმიდა სამოელ კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ VI ს დასაწყისში. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელი საქართველში ჩამოვიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინეპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო „ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი“ წმიდა პეტრე კი მცხეთასვე განაწესეს ეპისკოპოსად.
წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი კათოლიკოსის და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა წმიდა მოწამე შუშანიკს. წმიდა სამოელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებასა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეს.
წმიდა ფრუმენტი, ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი
წმიდა ფრუმენტი - ინდოელი (ეთიოპიელი) მთავარეპისკოპოსი, ღვთის განგებით, ბავშვობიდანვე მეფის კარზე აღიზარდა და მისი სიბრძნისა და გონიერების წყალობით მეფის უახლოესი მრჩეველი და ტახტის მემკვიდრის აღმზრდელი იყო.
ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობის მიზნით წმინდანი ალექსანდრიაში ჩავიდა და წმიდა მღვდელმთავარი ათანასე დიდი (326-373, ხს. 2 მაისს) მოინახულა. წმიდა ათანასეს კურთხევით ფრუმენტი აბისინიის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. ასე რომ, ნეტარი ახალ ხარისხში დაუბრუნდა ქვეყანას. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგებისა და სასწაულების გავლენით მეფემ და მისმა მრავალმა ქვეშევრდომმა ნათელიღო. მას შემდეგ, რაც მოციქულებრივი ღვაწლი გასწია აბისინიის ხალხის მოსაქცევად, ფრუმენტი მრავალი წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა მისადმი მინდობილ სამწყსოს, ბოლოს კი, ღრმად მოხუცებულმა, დაახლოებით 380 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით