პარლამენტის თავმჯდომარემ სახდეპის გადაწყვტილებას უაზრო უწოდა

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2024
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი შეაქცია ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს და სახელმწიფო მოხელეებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით გაუგებარი და უაზროა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების კომენტირებისას.
სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების 20-მდე მოხელესა და კერძო პირს, რომლებიც „რომლებიც პასუხისმგებელნი არიან და მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლაში“. სავიზო შეზღუდვები გავრცელდება მინისტრებზე, პარლამენტის წევრებზე, სამართალდამცველებზე და უსაფრთხოების სამსახურებზე.
„ეს არის ადმინისტრაცია, რომელმაც არჩევნები წააგო. მათი მანდატი იწურება და ამის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის სახელით ურთიერთობას აფუჭებენ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის საქართველო და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაფიქრებელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, პარადოქსულია, რომ სწორედ ამ ადმინისტრაციამ მრავალწლიანი პატიმრობით დასაჯა კაპიტოლიუმთან დემონსტრაციის მონაწილეები.
„როგორც ჩანს, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. არ შეიძლება დემოკრატია ერთ შემთხვევაში ერთ რამეს ნიშნავდეს, ხოლო, მეორე შემთხვევაში - სხვას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები შეიჭრნენ კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც უნდა შემდგარიყო კონგრესის სხდომა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დასადასტურებლად. იმ დღეს ან ცოტა ხნის შემდეგ ხუთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 140 პოლიციელი დაშავდა. თავდასხმას წინ უძღოდა ტრამპის საჯაროდ უარის თქმა არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მათ სასამართლოში გასაჩივრებას შეეცადა. პოლიტიკოსი, კერძოდ, აცხადებდა, რომ კენჭისყრის დროს დაფიქსირდა მრავალი დარღვევა და კენჭისყრის შედეგების გადახედვა მოითხოვა. თუმცა მოგვიანებით მან კაპიტოლიუმის შტურმი დაგმო.
პარლამენტის ხელმძღვანელმა ისიც გაიხსენა, რომ აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაცია ხელისუფლებაში იყო საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში, როდესაც, პაპუაშვილის თქმით, ადამიანების წამებამ განსაკუთრებით სასტიკი ხასიათი მიიღო, თავისუფალი მედია პრაქტიკულად განადგურდა და ბიზნესის რეკეტი სახელმწიფო სისტემის ნაწილად იქცა.
„ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი არამცთუ სანქცია, არამედ მკვეთრად კრიტიკული პოზიციაც კი მაშინდელი ადმინისტრაციისგან, რომელიც დღესაც გახლავთ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და როგორც ვთქვი, წარმავალი ადმინისტრაცია. ამ ფაქტორების გამო, ამერიკის წარმავალი ადმინისტრაციის პოზიცია გაუგებარი და აზრს მოკლებულია”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, მათ შორის მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველების და ოპოზიციის მოღვაწეების მიმართ.
„ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობის სურვილია და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს.
აშშ-ის ხელისუფლება მზად არის რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, სავიზო შეზღუდვებს დაექვემდებარონ, რისთვისაც ამზადებს დამატებით ქმედებებს.
ამერიკის მთავრობის დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ზომებს, რომელიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0