https://sputnik-georgia.com/20241213/gvaramiam-da-gabuniam-mtavari-arxi-fulis-gatetrebis-manqanad-aqcies-oquasvili-291386292.html
გვარამიამ და გაბუნიამ „მთავარი არხი“ ფულის გათეთრების მანქანად აქციეს - ოქუაშვილი
გვარამიამ და გაბუნიამ „მთავარი არხი“ ფულის გათეთრების მანქანად აქციეს - ოქუაშვილი
Sputnik საქართველო
„მთავარი არხის“ გენდირექტორმა ზაზა ოქუაშვილი ტელეარხისთვის შემოსავლის წყაროების დაბლოკვაში დაადანაშაულა 13.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-13T12:11+0400
2024-12-13T12:11+0400
2024-12-14T14:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/11/252349235_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_280c563e9d9ab2b49ee9ad2d5bf1f01f.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პრესის საფარქვეშ ტელეკომპანიის გაძარცვა თანამშრომლების მოთმინებისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ხარჯზე და ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად აქციოს. განაცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა.ოთხშაბათს გაბუნიამ, რომელიც გვარამიას შემდეგ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გახდა, ოქუაშვილი ტელეკომპანიის დახურვის განზრახვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოქუაშვილი ერთ-ერთი დირექტორის, გოგა ქურდაძის ხელით ბლოკავს ყველა ფინანსურ ტრანზაქციას და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების ხელმოწერაზე.ოქუაშვილის თქმით, მას „მთავარი არხის“ ინტერესების დამაზიანებელი არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ რამდენიმე თვეა, უცვლელი რჩება.„სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და მათაც ვუთხარი, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია“, - განაცხადა ოქუაშვილმა.უფრო მეტიც, მან გამოთქვა მზადყოფნა, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინოს არხს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.„მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა - ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე“, - განაცხადა ოქუაშვილმა.მისი თქმით, გვარამიას და გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, „როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“.ამასთან ოქუაშვილმა კომიკური და ლოგიკას მოკლებული უწოდა გიორგი გაბუნიას მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს ის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს. ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის მიმართ რამდენიმე საერთაშორისო დავას აწარმოებს.„მე პირიქით დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ ქცევის შესახებ“, - განაცხადა ოქუაშვილმა.26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პარტია „ახალის“ ხელმძღვანელობით, ოპოზიციურ ძალებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ოპოზიციიდან პარლამენტში სამი კოალიცია და ერთი პარტია მოხვდა, თუმცა არცერთმა არ ცნო არჩევნების შედეგები და უარი განაცხადა ახალი მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე.„ჩემი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“, - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ქურდაძის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის გენერალური დირექტორისა და Bank Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასადმი გაგზავნილი წერილები, რომელშიც იგი „მთავარი არხის“ სახელით TBC-ის მეშვეობით უკანონო გადარიცხვების შეჩერებას მოითხოვდა.ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ადრე გვარამია ხელმძღვანელობდა. 2019 წელს, „რუსთავი 2“-ის ძველი მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ, გვარამიამ შექმნა საკუთარი ტელეარხი „მთავარი არხი“, 2022 წელს კი იგი ციხეში მოხვდა „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ტელეკომპანიისთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებისთვის.გვარამიამ პენიტენციური დაწესებულება 2023 წლის ივნისში დატოვა. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.სკანდალური წერილებიტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ქურდაძის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის გენერალური დირექტორისა და Bank Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასადმი გაგზავნილი წერილები, რომელშიც იგი „მთავარი არხის“ სახელით TBC-ის მეშვეობით უკანონო გადარიცხვების შეჩერებას მოითხოვს.ქურდაძემ დაწერა, რომ „მთავარი არხის" წესდების თანახმად, ასეთი ფინანსური ოპერაციები ტელეკომპანიის სამი დირექტორის ხელმოწერას საჭიროებს, მან კი, მას შემდეგ რაც 2024 წლის აპრილში დირექტორი გახდა, ამ გადარიცხვების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.„2019 წლიდან დღეის ჩათვლით, პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ „მთავარი არხის" სალაროში შედის გაურკვეველი წარმომავლობის და წყაროს ნაღდი ფული, რომელიც „თიბისი“ ბანკის ანგარიშების მეშვეობით ხვდება საბანკო გადარიცხვების ცირკულაციაში, „მთავარი არხის“ სახელით, უცხოეთის ჩათვლით", - დაწერა ქურდაძემ.როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ 2019-2024 წლებში, ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში „მთავარ არხში" შევიდა 8.475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული.ამავე პერიოდში აღნიშნული თანხიდან უცხოეთში გადაირიცხა 2 მილიონი დოლარის სხვადასხვა ეკვივალენტის (დოლარში, ევროში და ფუნტში) თანხა.გარდა ამისა, ქურდაძის თქმით, „მთავარი არხის" საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით ინკასოს გამო, რომელიც 11,2 მლნ ლარამდე გაიზარდა, ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე და სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ „მთავარი არხის" ნაცვლად თავიანთი ანგარიშებიდან თითქმის ყოველდღე ახორციელებენ გადარიცხვებს.ქურდაძის მტკიცებით, „ნიუ სეილსი“, რომელიც ექსკლუზიურად მართავს ტელეკომპანიის სარეკლამო დროს, უკანონო სქემაში 2022 წლიდან მონაწილეობს, მას შემდეგ რაც იმავე წლის იანვარში სახელმწიფომ გამოსცა საინკასო დავალება გადასახადების გადაუხდელობისთვის „მთავარი არხის“ ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის შესახებ.ქურდაძის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას დავალებით, ფული შეაქვს ბანკში, რომელიც „ნიუ სეილსის“ მეშვეობით „მთავარი არხის" სახელით მიდის საზღვარგარეთ ან საქართველოში გაურკვეველი მიმართულებით.ნაღდი ფულის მიმოქცევის შესახებ პირველივე დღეებიდან იცოდნენ ნიკა გვარამიამ, „ნიუ სეილსის“ დირექტორმა თეა გვარამიამ, ასევე არხის დირექტორებმა გიორგი გაბუნიამ და მანუჩარ ახალაიამ, აცხადებს ქურდაძე.ქურდაძემ მისი მისამართით მუქარებზეც განაცხადა.„მთავარი არხის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ასევე კობა ნაყოფიამ და სხვებმა მითხრეს და შემომითვალეს მუქარა, რომ შემეწყვიტა ხელის შეშლა აღწერილი არაკანონიერი ოპერაციებისთვის, რადგან ამ ოპერაციების ინსტრუქცია არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პიროვნების მფარველობისა და კონტროლის ქვეშ და რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება“, - დაწერა ქურდაძემ.ქურდაძემ „თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის მსგავსი წერილების გაგზავნა 17 სექტემბერს დაიწყო. ასლებზე მითითებულია სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსის" დირექტორი თეა გვარამია, „მთავარი არხის" დირექტორები გიორგი გაბუნია და მანუჩარ ახალაია, „მთავარი არხის" ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე და „მთავარი არხის" მთავარი ბუღალტერი ანუკი გამსახურდია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/11/252349235_61:0:1200:854_1920x0_80_0_0_b9bad4f779843072091d330a1d9ffb83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
ახალი ამბები, საქართველო, გახმაურებული სასამართლო პროცესები
გვარამიამ და გაბუნიამ „მთავარი არხი“ ფულის გათეთრების მანქანად აქციეს - ოქუაშვილი
12:11 13.12.2024 (განახლებულია: 14:39 14.12.2024) „მთავარი არხის“ გენდირექტორმა ზაზა ოქუაშვილი ტელეარხისთვის შემოსავლის წყაროების დაბლოკვაში დაადანაშაულა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პრესის საფარქვეშ ტელეკომპანიის გაძარცვა თანამშრომლების მოთმინებისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ხარჯზე და ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად აქციოს. განაცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანადამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა.
ოთხშაბათს გაბუნიამ, რომელიც გვარამიას შემდეგ „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გახდა, ოქუაშვილი ტელეკომპანიის დახურვის განზრახვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ოქუაშვილი ერთ-ერთი დირექტორის, გოგა ქურდაძის ხელით ბლოკავს ყველა ფინანსურ ტრანზაქციას და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების ხელმოწერაზე.
„გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ „მთავარი არხის“ დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია და გიორგი გაბუნიას ეს განცხადება, არის ცილისწამება ჩემს მიმართ და ნიკა გვარამიას გეგმის ნაწილი“, - განაცხადა ოქუაშვილმა.
ოქუაშვილის თქმით, მას „მთავარი არხის“ ინტერესების დამაზიანებელი არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ რამდენიმე თვეა, უცვლელი რჩება.
„სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და მათაც ვუთხარი, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია“, - განაცხადა ოქუაშვილმა.
უფრო მეტიც, მან გამოთქვა მზადყოფნა, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინოს არხს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
„მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა - ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე“, - განაცხადა ოქუაშვილმა.
მისი თქმით, გვარამიას და გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, „როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“.
ამასთან ოქუაშვილმა კომიკური და ლოგიკას მოკლებული უწოდა გიორგი გაბუნიას მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას, თითქოს ის ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს. ოქუაშვილმა აღნიშნა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის მიმართ რამდენიმე საერთაშორისო დავას აწარმოებს.
„მე პირიქით დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ ქცევის შესახებ“, - განაცხადა ოქუაშვილმა.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციამ, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პარტია „ახალის“ ხელმძღვანელობით, ოპოზიციურ ძალებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ოპოზიციიდან პარლამენტში სამი კოალიცია და ერთი პარტია მოხვდა, თუმცა არცერთმა არ ცნო არჩევნების შედეგები და უარი განაცხადა ახალი მოწვევის პარლამენტში მუშაობაზე.
„ჩემი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“, - აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ქურდაძის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის გენერალური დირექტორისა და Bank Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასადმი გაგზავნილი წერილები, რომელშიც იგი „მთავარი არხის“ სახელით TBC-ის მეშვეობით უკანონო გადარიცხვების შეჩერებას მოითხოვდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს ადრე გვარამია ხელმძღვანელობდა. 2019 წელს, „რუსთავი 2“-ის ძველი მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ, გვარამიამ შექმნა საკუთარი ტელეარხი „მთავარი არხი“, 2022 წელს კი იგი ციხეში მოხვდა „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ტელეკომპანიისთვის 6,8 მილიონი ლარის ზარალის მიყენებისთვის.
გვარამიამ პენიტენციური დაწესებულება 2023 წლის ივნისში დატოვა. ის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ქურდაძის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის გენერალური დირექტორისა და Bank Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასადმი გაგზავნილი წერილები, რომელშიც იგი „მთავარი არხის“ სახელით TBC-ის მეშვეობით უკანონო გადარიცხვების შეჩერებას მოითხოვს.
ქურდაძემ დაწერა, რომ „მთავარი არხის" წესდების თანახმად, ასეთი ფინანსური ოპერაციები ტელეკომპანიის სამი დირექტორის ხელმოწერას საჭიროებს, მან კი, მას შემდეგ რაც 2024 წლის აპრილში დირექტორი გახდა, ამ გადარიცხვების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
„2019 წლიდან დღეის ჩათვლით, პარლამენტარ კობა ნაყოფიას მიერ „მთავარი არხის" სალაროში შედის გაურკვეველი წარმომავლობის და წყაროს ნაღდი ფული, რომელიც „თიბისი“ ბანკის ანგარიშების მეშვეობით ხვდება საბანკო გადარიცხვების ცირკულაციაში, „მთავარი არხის“ სახელით, უცხოეთის ჩათვლით", - დაწერა ქურდაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ 2019-2024 წლებში, ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში „მთავარ არხში" შევიდა 8.475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული.
ამავე პერიოდში აღნიშნული თანხიდან უცხოეთში გადაირიცხა 2 მილიონი დოლარის სხვადასხვა ეკვივალენტის (დოლარში, ევროში და ფუნტში) თანხა.
გარდა ამისა, ქურდაძის თქმით, „მთავარი არხის" საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით ინკასოს გამო, რომელიც 11,2 მლნ ლარამდე გაიზარდა, ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე და სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ „მთავარი არხის" ნაცვლად თავიანთი ანგარიშებიდან თითქმის ყოველდღე ახორციელებენ გადარიცხვებს.
ქურდაძის მტკიცებით, „ნიუ სეილსი“, რომელიც ექსკლუზიურად მართავს ტელეკომპანიის სარეკლამო დროს, უკანონო სქემაში 2022 წლიდან მონაწილეობს, მას შემდეგ რაც იმავე წლის იანვარში სახელმწიფომ გამოსცა საინკასო დავალება გადასახადების გადაუხდელობისთვის „მთავარი არხის“ ანგარიშიდან თანხის ჩამოწერის შესახებ.
ქურდაძის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას დავალებით, ფული შეაქვს ბანკში, რომელიც „ნიუ სეილსის“ მეშვეობით „მთავარი არხის" სახელით მიდის საზღვარგარეთ ან საქართველოში გაურკვეველი მიმართულებით.
ნაღდი ფულის მიმოქცევის შესახებ პირველივე დღეებიდან იცოდნენ ნიკა გვარამიამ, „ნიუ სეილსის“ დირექტორმა თეა გვარამიამ, ასევე არხის დირექტორებმა გიორგი გაბუნიამ და მანუჩარ ახალაიამ, აცხადებს ქურდაძე.
ქურდაძემ მისი მისამართით მუქარებზეც განაცხადა.
„მთავარი არხის" ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, ასევე კობა ნაყოფიამ და სხვებმა მითხრეს და შემომითვალეს მუქარა, რომ შემეწყვიტა ხელის შეშლა აღწერილი არაკანონიერი ოპერაციებისთვის, რადგან ამ ოპერაციების ინსტრუქცია არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პიროვნების მფარველობისა და კონტროლის ქვეშ და რომ მაინც არაფერი არ შეიცვლება“, - დაწერა ქურდაძემ.
ქურდაძემ „თიბისი ბანკისა" და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისთვის მსგავსი წერილების გაგზავნა 17 სექტემბერს დაიწყო. ასლებზე მითითებულია სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსის" დირექტორი თეა გვარამია, „მთავარი არხის" დირექტორები გიორგი გაბუნია და მანუჩარ ახალაია, „მთავარი არხის" ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე და „მთავარი არხის" მთავარი ბუღალტერი ანუკი გამსახურდია.