გადასახადების გადამხდელებს დღგ-ის ზედმეტობის სახით 2,3 მლრდ ლარი დაუბრუნდათ

© photo: Sputnik / Stringerფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2024
გამოწერა
დღგ-ს დაბრუნების მოცულობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. 2024 წლის 11 თვის მონაცემებით, დღგ-ის გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად, 2,3 მლრდ ლარი დაუბრუნდათ, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
დღგ-ის გადამხდელებისათვის დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში უკან დაბრუნების სისტემა, 2020 წლიდან მოქმედებს და გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე.
დღგ-ს დაბრუნების მოცულობის გაზრდა საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.
2024-2028 წლებში დღგ-ის ავტომატური დაბრუნების მაჩვენებელი, ჯამურად, 15 მილიარდ ლარს მიაღწევს, აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
დღგ-ის დაბრუნებით სარგებლობენ ის საწარმოები, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, ასევე საწარმოები, რომლებიც საქართველოდან საქონლის ან მომსახურების ექსპორტს ახორციელებენ.
ყველა ახალი ამბავი
0