https://sputnik-georgia.com/20241213/cecxlze-navts-asxamen-boworisvili-evroparlamentarebis-vizitze-291394795.html
ცეცხლზე ნავთს ასხამენ - ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტზე
ცეცხლზე ნავთს ასხამენ - ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტზე
Sputnik საქართველო
თბილისში ჩამოვიდნენ ევროპარლამენტის ის წევრები, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ, განაცხადა მინისტრმა 13.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-13T18:13+0400
2024-12-13T18:13+0400
2024-12-13T18:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/03/291224649_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_ff7153f2fe60355141d353072453dee1.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს არ სურს დაინახოს ის ობიექტური სურათი, რაც საქართველოში შეიქმნა და თ%ავიანთი ქმედებით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს ასხამენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.გუშინ ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიანე, მიჰალ შჩერბა, ნატალი ლუაზო, ბერნარ გეტა, ტობიას კრემერი, რენიე ვან ლონშონი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. როგორც რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, საჭიროა განმეორებითი არჩევნების ჩატარება ნეიტრალური ადმინისტრაციის პირობებში, დასანქცირდნენ ის პირები, ვინც არამარტო არჩევნები მოიპარა, არამედ ახლაც ქუჩებში ადამიანებს უსწორდება.ასევე, ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებულად საქართველოს წინააღმდეგ ძალიან კრიტიკული პოზიციებით, თქვა მან.„მათ არ აქვთ მზაობა ობიექტური სურათის დანახვის. არაერთხელ გვინახავს მათი „შემოქმედება“ რომელიც აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არ იცის რამდენად ევროპარლამენტის სახელით იმყოფება ეს დელეგაცია საქართველოში.წინასაარჩევნოდ ევროპარლამენტის წევრებმა დახურული შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ განაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და ახლა სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მიჰალ შჩერბამ განაცხადა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაგრამ, მისი თქმით, ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.„ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ“, - განაცხადა მიჰალ შჩერბამ.ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტის დეპუტატებმა პრეზიდენტს მის ევროპულ მისწრაფებებში მხარდაჭერა დაუდასტურეს.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/03/291224649_0:0:1601:1201_1920x0_80_0_0_54643b69513d21f0c13fdf9850039a30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ევროპარლამენტი
ცეცხლზე ნავთს ასხამენ - ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარების ვიზიტზე
თბილისში ჩამოვიდნენ ევროპარლამენტის ის წევრები, რომლებიც განსაკუთრებით კრიტიკულად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს არ სურს დაინახოს ის ობიექტური სურათი, რაც საქართველოში შეიქმნა და თ%ავიანთი ქმედებით მხოლოდ ცეცხლზე ნავთს ასხამენ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
გუშინ ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიანე, მიჰალ შჩერბა, ნატალი ლუაზო, ბერნარ გეტა, ტობიას კრემერი, რენიე ვან ლონშონი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ. საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. როგორც რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, საჭიროა განმეორებითი არჩევნების ჩატარება ნეიტრალური ადმინისტრაციის პირობებში, დასანქცირდნენ ის პირები, ვინც არამარტო არჩევნები მოიპარა, არამედ ახლაც ქუჩებში ადამიანებს უსწორდება.
„სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ვხედავთ კონკრეტული ევროპარლამენტარების ქმედებებს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლზე ნავთის დასხმას ჰგავს და რას ემსახურება ეს, ეს კიდევ ცალკე საკითხავია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ასევე, ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებულად საქართველოს წინააღმდეგ ძალიან კრიტიკული პოზიციებით, თქვა მან.
„მათ არ აქვთ მზაობა ობიექტური სურათის დანახვის. არაერთხელ გვინახავს მათი „შემოქმედება“ რომელიც აისახება ევროპარლამენტის რეზოლუციებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არ იცის რამდენად ევროპარლამენტის სახელით იმყოფება ეს დელეგაცია საქართველოში.
„ევროპარლამენტს დელეგაციების შედგენის, მათი განმწესებისა და უცხო ქვეყანაში მგზავრობის საკმაოდ მკაცრი წესები აქვს. ვისი სახელით საუბრობენ და რისთვის არიან ჩამოსულები, საინტერესოა, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
წინასაარჩევნოდ ევროპარლამენტის წევრებმა დახურული შეხვედრები გამართეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გააყალბა 26 ოქტომბრის არჩევნები, შემდეგ განაცხადა ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ და ახლა სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მიჰალ შჩერბამ განაცხადა, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაგრამ, მისი თქმით, ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა.
„ამიტომ, ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ“, - განაცხადა მიჰალ შჩერბამ.
ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტის დეპუტატებმა პრეზიდენტს მის ევროპულ მისწრაფებებში მხარდაჭერა დაუდასტურეს.
„ახლა ქართველი ხალხისთვის გადამწყვეტი მომენტი დგას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ძალისხმევაში, რომ საქართველო ევროპულ გზაზე დააბრუნოს“, - დაწერა იუკნევიჩიანემ სოციალურ ქსელ Х-ში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, 300-ზე მეტი ადამიანი (მომიტინგე და ჟურნალისტი) სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის და სასტიკი მოპყრობის შედეგად დაზარალდა.
28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.