https://sputnik-georgia.com/20241212/tbilisis-meria-satransporto-problemebis-gadawrasi-dedaqalaqelebs-cartavs-291371250.html
თბილისის მერია სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრაში დედაქალაქელებს ჩართავს
თბილისის მერია სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრაში დედაქალაქელებს ჩართავს
Sputnik საქართველო
თბილისის მერია სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციას აპირებს 12.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-12T14:48+0400
2024-12-12T14:48+0400
2024-12-12T14:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
კახა კალაძე
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283394122_0:177:3077:1908_1920x0_80_0_0_c4b76b4adc1f86ff0fda8bc8d4ae4859.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.მსგავსი პროექტი (თბილისელების გამოკითხვა) ბოლოს 2016 წელს განხორციელდა, რის შედეგადაც განისაზღვრა სატრანსპორტო პოლიტიკა, შედგა კონკრეტული გეგმა და ეტაპობრივად მიმდინარეობდა მისი განხორციელება.კალაძის თქმით, საკმაოდ მასშტაბურ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მასში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტები არიან ჩართული.კახა კალაძემ დედაქალაქელებს მოუწოდა, რომ აუცილებლად მიიღონ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა, რაც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მარშრუტებს, ვუყურებთ, სად არის გამოწვევები, თუმცა, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტისთვის და სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი იწყება თქვენი მონაწილეობით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.მერიამ სთხოვა მოქალაქეებს, მიიღონ კვლევაში მონაწილეობა, რათა დედაქალაქის მთავრობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, იცოდეს რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში და უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, აღნიშნა მან.თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს, ასევე ქალაქი საცობებისგან გათავისუფლდეს. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283394122_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_d370c2ada244ab8e2731acdcde696c7f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, კახა კალაძე , ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
თბილისის მერია სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრაში დედაქალაქელებს ჩართავს
თბილისის მერია სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციას აპირებს
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მსგავსი პროექტი (თბილისელების გამოკითხვა) ბოლოს 2016 წელს განხორციელდა, რის შედეგადაც განისაზღვრა სატრანსპორტო პოლიტიკა, შედგა კონკრეტული გეგმა და ეტაპობრივად მიმდინარეობდა მისი განხორციელება.
„თბილისის მერია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მოსახლეობის გამოკითხვას იწყებს... ჩატარდება გამოკითხვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარებასთან დაკავშირებით, რაც დაგვეხმარება გადაადგილების ჩვევების ანალიზში, მობილობის მართვის პოლიტიკის განსაზღვრაში, შეფასებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, საკმაოდ მასშტაბურ პროექტს თბილისის განვითარების ფონდი „აზიის განვითარების ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და მასში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, უცხოელი ექსპერტ-კონსულტანტები არიან ჩართული.
კახა კალაძემ დედაქალაქელებს მოუწოდა, რომ აუცილებლად მიიღონ აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა, რაც სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით კონკრეტულ მარშრუტებს, ვუყურებთ, სად არის გამოწვევები, თუმცა, თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტისთვის და სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული ტრანსპორტი იწყება თქვენი მონაწილეობით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მერიამ სთხოვა მოქალაქეებს, მიიღონ კვლევაში მონაწილეობა, რათა დედაქალაქის მთავრობას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, იცოდეს რა უნდა გაკეთდეს მომდევნო წლებში და უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, აღნიშნა მან.
„ქალაქი იზრდება, ემატება ახალი უბნები, ქუჩები, შესაბამისად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართული მუშაობა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერია უკვე მრავალი წელია ახორციელებს სატრანსპორტო რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი გახადოს, ასევე ქალაქი საცობებისგან გათავისუფლდეს. ამ რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სატრანსპორტო დერეფნების შექმნა.