https://sputnik-georgia.com/20241212/tbilisis-dinamos-axali-mwvrtneli-hyavs-291381382.html
თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს
თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს
Sputnik საქართველო
გასული სეზონი „დინამომ“ 55 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა. 12.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-12T21:47+0400
2024-12-12T21:47+0400
2024-12-12T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24403/50/244035020_0:0:3189:1794_1920x0_80_0_0_bcf95bd77959060200d663a42332f0f3.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - საქართველოს ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბს ლადო კაკაშვილი გაწვრთნის, იუწყება პირველი არხი.45 წლის ავსტრიელმა სპეციალისტმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 10 დეკემბერს დატოვა.„„დინამო თბილისი“ ავსტრიელ მთავარ მწვრთნელს ფერდინანდ ფელდჰოფერს დაემშვიდობა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.ავსტრიელი სპეციალისტი კარიერას ბელგიაში, კერძოდ კი, „სერკლ ბრიუგეში“ გააგრძელებს. „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ფერდინანდ ფელდჰოფერს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.რაც შეეხება კაკაშვილს, 44 წლის სპეციალისტი „დინამო თბილისის“ პრეზიდენტ რომან ფიფიასა შეხვდა, ისნი თანამშრომლობაზე სიტყვიერად შეთანხმდნენ, ხოლო კლუბთან კონტრაქტს რამდენიმე დღეში გააფორმებს.კაკაშვილი წლებია „დინამოს“ აკადემიაში მუშაობდა, 2024 წლის ზაფხულში მან აკადემია დატოვა და სეზონის მეორე ნახევარში ეროვნული ლიგის „სამტრედია“ ჩაიბარა.ფელდჰოფერმა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2023 წლის ზაფხულში დაიკავა. გასული სეზონი „დინამომ“ 55 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა „იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) – 75 ქულა, შემდეგ მოდის „ტორპედო ქუთაისი“ – 70 ქულა და გორის „დილა“ (68 ქულა).ბოლო ტურის მატჩში „დინამო თბილისი“ დამარცხდა „გაგრასთან“ ანგარიშით 0:1. გასულ სეზონში ჩემპიონი „ბათუმის დინამო“ გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24403/50/244035020_265:0:2996:2048_1920x0_80_0_0_ac93586468ae4e089bf7202cfe58066b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
თბილისის „დინამოს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს
გასული სეზონი „დინამომ“ 55 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - საქართველოს ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბს ლადო კაკაშვილი გაწვრთნის, იუწყება პირველი არხი.
45 წლის ავსტრიელმა სპეციალისტმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 10 დეკემბერს დატოვა.
„„დინამო თბილისი“ ავსტრიელ მთავარ მწვრთნელს ფერდინანდ ფელდჰოფერს დაემშვიდობა, მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
ავსტრიელი სპეციალისტი კარიერას ბელგიაში, კერძოდ კი, „სერკლ ბრიუგეში“ გააგრძელებს. „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ფერდინანდ ფელდჰოფერს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, – წერია კლუბის განცხადებაში.
რაც შეეხება კაკაშვილს, 44 წლის სპეციალისტი „დინამო თბილისის“ პრეზიდენტ რომან ფიფიასა შეხვდა, ისნი თანამშრომლობაზე სიტყვიერად შეთანხმდნენ, ხოლო კლუბთან კონტრაქტს რამდენიმე დღეში გააფორმებს.
კაკაშვილი წლებია „დინამოს“ აკადემიაში მუშაობდა, 2024 წლის ზაფხულში მან აკადემია დატოვა და სეზონის მეორე ნახევარში ეროვნული ლიგის „სამტრედია“ ჩაიბარა.
ფელდჰოფერმა „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტი 2023 წლის ზაფხულში დაიკავა. გასული სეზონი „დინამომ“ 55 ქულით მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.
ეროვნული ლიგის ჩემპიონი გახდა „იბერია 1999“ (ყოფილი „საბურთალო“) – 75 ქულა, შემდეგ მოდის „ტორპედო ქუთაისი“ – 70 ქულა და გორის „დილა“ (68 ქულა).
ბოლო ტურის მატჩში „დინამო თბილისი“ დამარცხდა „გაგრასთან“ ანგარიშით 0:1. გასულ სეზონში ჩემპიონი „ბათუმის დინამო“ გახდა.