https://sputnik-georgia.com/20241212/mkvleloba-metrosadgur-universitetsi-dakavebuls-brali-waredgina-291371415.html
მკვლელობა მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“- დაკავებულს ბრალი წარედგინა
მკვლელობა მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“- დაკავებულს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 36 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 12.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-12T15:37+0400
2024-12-12T15:37+0400
2024-12-12T15:37+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა მამაკაცს, რომელმაც უნივერსიტეტის მეტროში ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩააგდო, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა ყოველგვარი საბაბისა და მოტივის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ის 36 წლის ბექა მინდორაშვილია.მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები
მკვლელობა მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“- დაკავებულს ბრალი წარედგინა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 36 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა მამაკაცს, რომელმაც უნივერსიტეტის მეტროში ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩააგდო, ნათქვამია პროკურატურის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა ყოველგვარი საბაბისა და მოტივის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცი 30 წლის ლაშა ამირეზაშვილია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ის 36 წლის ბექა მინდორაშვილია.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ხულიგნური ქვენაგრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.