https://sputnik-georgia.com/20241211/zurabishvils-saxelmwifo-dacva-ar-eyoleba-291334401.html
ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება: იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება: იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა
Sputnik საქართველო
ქვეყნის პირველ პირებს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლებათ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მათ მიერ კონსტიტუციის... 11.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-11T14:28+0400
2024-12-11T14:28+0400
2024-12-11T14:28+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/01/288215694_0:0:2576:1449_1920x0_80_0_0_8d647d33b4af6d998e409fbe2ae4df5d.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებს, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვით ვეღარ ისარგებლებს.ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურით ვერ ისარგებლებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა, ან თუ უფლებამოსილების შესწყვეტა გახდა დანაშაულის ჩადენის შედეგი.2023 წლის ოქტომბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადასტურა, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია.საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტი.იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.მაშინ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენდა - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.ხმების აღნიშნული რაოდენობა „ქართულ ოცნებას" არც მე-11 მოწვევის პარლამენტში აქვს, რომელიც უფლებამოსილების აღსრულებას 25 ნოემბერს შეუდგა. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია ამომრჩევლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაჰპირდა.ზურაბიშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება.ახალ პრეზიდენტს 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული კოლეგია აირჩევს. მასში შედის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ მმართველმა პარტიამ დაასახელა - იგი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/01/288215694_334:224:1933:1423_1920x0_80_0_0_ba507efcd98d13eb75c16558310b3346.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება: იურიდიულმა კომიტეტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა
ქვეყნის პირველ პირებს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლებათ იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მათ მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადასტურა.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებს, რომლის თანახმად, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვით ვეღარ ისარგებლებს.
ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი ან პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურით ვერ ისარგებლებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშულის ნიშნების არსებობა, ან თუ უფლებამოსილების შესწყვეტა გახდა დანაშაულის ჩადენის შედეგი.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადასტურა, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა" პუნქტი.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
მაშინ იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ ინიციატორებს - საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც „ქართული ოცნება" და „ხალხის ძალა" წარმოადგენდა - პარლამენტში საკმარისი ხმები არ ჰქონდათ. ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად.
ხმების აღნიშნული რაოდენობა „ქართულ ოცნებას" არც მე-11 მოწვევის პარლამენტში აქვს, რომელიც უფლებამოსილების აღსრულებას 25 ნოემბერს შეუდგა. წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია ამომრჩევლებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ზურაბიშვილის იმპიჩმენტს დაჰპირდა.
ზურაბიშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება.
ახალ პრეზიდენტს 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული კოლეგია აირჩევს. მასში შედის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.
საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
პრეზიდენტობის კანდიდატი მხოლოდ მმართველმა პარტიამ დაასახელა - იგი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი და სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.