https://sputnik-georgia.com/20241211/saqartveloshi-piroteqnikis-realizacia-gamokenebi-wesebi-mkacrdeba-291358338.html
საქართველოში პიროტექნიკის რეალიზაცია-გამოყენების მკაცრი წესები ამოქმედდება
საქართველოში პიროტექნიკის რეალიზაცია-გამოყენების მკაცრი წესები ამოქმედდება
Sputnik საქართველო
2025 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ პიროტექნიკის რეალიზაციის პირობების ტექნიკური რეგლამენტი უნდა დაამტკიცოს. 11.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-11T19:17+0400
2024-12-11T19:17+0400
2024-12-11T19:17+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/03/291230479_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_67fabd75bcb6fe93c101d706bff87896.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია.საპროტესტო აქციების ფონზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს 88-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობს ოპოზიცია, რომელმაც 61 მანდატი მიიღო - მათ უარი განაცხადეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე.ცვლილებების თანახმად, საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დაიშვება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე. კერძოდ, საჭირო იქნება შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოდან ნებართვის აღება.პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო, განაცხადა საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.მისი თქმით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს გასცემს აღნიშნული სააგენტო.გარდამავალი დებულებების თანახმად, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკის ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვა/ ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას.გარდა ამისა, ამავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში იგეგმება საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარების და ლაზერის გამოყენების აკრძალვის დაწესება.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/03/291230479_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_20172df01bdf325e2bbfaecbb1394fcb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში პიროტექნიკის რეალიზაცია-გამოყენების მკაცრი წესები ამოქმედდება
2025 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მთავრობამ პიროტექნიკის რეალიზაციის პირობების ტექნიკური რეგლამენტი უნდა დაამტკიცოს.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დაჩქარებული წესით განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით დარეგულირდება პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია.
საპროტესტო აქციების ფონზე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ ცვლილებებს 88-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში არ მონაწილეობს ოპოზიცია, რომელმაც 61 მანდატი მიიღო - მათ უარი განაცხადეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე.
ცვლილებების თანახმად, საქართველოში პიროტექნიკის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება და რეალიზაცია დაიშვება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის/ლიცენზიის საფუძველზე. კერძოდ, საჭირო იქნება შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოდან ნებართვის აღება.
პიროტექნიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნაზე ზედამხედველობას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო, განაცხადა საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცალკეული კატეგორიის პიროტექნიკის შეძენისა და გამოყენების უფლებამოსილება ექნება მხოლოდ სპეციალიზებული ცოდნის მქონე პირს, ხოლო ცოდნის დადასტურების სერტიფიკატს გასცემს აღნიშნული სააგენტო.
გარდამავალი დებულებების თანახმად, 2025 წლის 1-ელ თებერვლამდე საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს პიროტექნიკური ნაწარმის ბაზარზე განთავსების წესისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტისა და პიროტექნიკის ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის მიზნით ნებართვა/ ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცებას.
გარდა ამისა, ამავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში იგეგმება საპროტესტო აქციებზე ნიღბის ტარების და ლაზერის გამოყენების აკრძალვის დაწესება.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო. აქციების პირველ დღეებში საკანონმდებლო ორგანის წინ მასობრივად ხდებოდა არეულობები, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაშავდა.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.