საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სურს სომხეთის წინააღმდეგ მატჩი „დინამო არენაზე" ჩაატაროს

© photo: Sputnik„დინამო არენა"
„დინამო არენა - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2024
გამოწერა
საქართველოს ნაკრები 20 მარტს სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 მარტს მეტოქეს საკუთარ მოედანზე მიიღებს
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სურვილია სომხეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართოს, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება სტადიონის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული არ არის, განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრას სომხეთთან 20 მარტს ერევანში გამართავს, ხოლო საპასუხო მატჩს 23 მარტს, თბილისში. უეფას უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბაობის გამო მიმდიმარე წელს „დინამო არენაზე" მხოლოდ 2 მატჩი გაიმართა - ლუქსემბურგისა და საბერძნეთის წინააღმდეგ.
„დინამო" სტადიონთან დაკავშირებული პრობლემების გამო ერთა ლიგის შემოდგომის მატჩები ქართულმა კლუბმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და ბათუმში Ajarabet Arena-ზე ჩაატარა.
„დიახ, შემიძლია დავადასტურო, რომ სომხეთთან ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩის გამართვა „დინამო არენაზე“ გვსურს და ამის შესახებ უეფას ვაცნობეთ, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჩვენი სურვილია", - განაცხადა კობიაშვილმა.
მისი თქმით, „დინამო" სტადიონთან დაკავშირებული პრობლემები მისმა მფლობელმა უნდა გადაჭრას.
„ეს პრობლემები სტადიონის მეპატრონემ უნდა მოაგვაროს და იმედია, ასეც იქნება, ამით ყველა ვართ დაინტერესებული“, – განაცხადა კობიაშვილმა.
2011 წლის 25 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი 49-წლიანი იჯარით თბილისის კლუბ „დინამოს“ გადაეცა და „დინამო არენა“ ეწოდა.
კობიაშვილის თქმით, ფედერაცია დააკვირდება არსებული პრობლემების გადასაჭრელად თუ რა სამუშაოები ჩატარდება სტადიონზე.
აგვისტოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ „დინამოს" სტადიონის ხელმძღვანელობისგან მიიღო წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ არენა ვერ მოემსახურება ერთა ლიგის მოახლოებულ ოფიციალურ მატჩებს პირველი იარუსის განახლების გამო, რომელიც არ აკმაყოფილებდა უეფას უსაფრთხოების მოთხოვნებს.
ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა" 55 ათასამდე მაყურებელზეა გათვლილი, მესხის სახელობის სტადიონი კი 27 ათასს მაყურებელს იტევს.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად სომხეთთან ერთად 2025 წლის მარტში მატჩებს გამართავს.
საქართველოსა და სომხეთის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. 2011 წელს საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩი მოიგო. 2020 წელს ერთა ლიგის ფარგლებში კიდევ ორი ​​მატჩი გაიმართა. ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი უფრო ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა.
B ლიგის ოთხი მესამეადგილოსანი (მათ შორის, საქართველოს ნაკრები) პირველ კალათაში იყო განთესილი, ხოლო C ლიგის ოთხი მეორეადგილოსანი – მეორეში. განთესილი გუნდები ორრაუნდიან პლეი-ოფში საპასუხო მატჩებს სახლში ჩაატარებენ.
რაც შეეხება უკრაინის ეროვნულ გუნდს, რომელიც B1 ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს, სერგეი რებროვის გუნდი ბელგიელებთან A დივიზიონის საგზურისთვის ითამაშებს.
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შედეგების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა B1 ჯგუფში შვიდი ქულით მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე ჩეხეთია (11 ქულა), მეორეზე უკრაინა (8), ხოლო ალბანეთი ბოლო ადგილზეა (7 ქულა).
ყველა ახალი ამბავი
0