https://sputnik-georgia.com/20241211/mdinaradzem-prezidents-urchia-makroni-gaakritikos-291351989.html
დეპუტატმა პრეზიდენტს ურჩია ივანიშვილთან საუბრის გამო მაკრონი გააკრიტიკოს
დეპუტატმა პრეზიდენტს ურჩია ივანიშვილთან საუბრის გამო მაკრონი გააკრიტიკოს
Sputnik საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოში დაძაბული ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა 11.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-11T17:49+0400
2024-12-11T17:49+0400
2024-12-11T17:49+0400
საქართველო
საფრანგეთი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0b/291335085_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_76eb6ca0664835957897390c0c3a452d.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ირონიულად ურჩია თავისი ფრანგი კოლეგა და მეგობარი ემანუელ მაკრონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის გამო გააკრიტიკოს.მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი მაკრონის ინიციატივით შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ცივილიზებულ სამყაროში იმ ადამიანების იმედი აქვს, რომლებიც საბოლოო ჯამში, საქართველოს მიმართ არასწორი და უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც ამის პარალელურად, შეეცდებიან საუბარს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან. (პარტიის დამფუძნებელთან და წარმომადგენლებთან), ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აღიაროს ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ის ხალხი აძლევს, ვინც მათ ირჩევს.ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომაც არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ მიულოცეს.ევროკავშირის ქვეყნებიდან მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ უნგრეთმა და სლოვენიამ მიულოცეს.საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა როგორც ეუთო/ოდირმა, რომელიც არის არჩევნების შეფასების მთავარი ინსტიტუტი მსოფლიოში, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები აღარ შეიძლება იყოს.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0b/291335085_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_542d0838df964f1ef31620437440d30a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საფრანგეთი , საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
დეპუტატმა პრეზიდენტს ურჩია ივანიშვილთან საუბრის გამო მაკრონი გააკრიტიკოს
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოში დაძაბული ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ირონიულად ურჩია თავისი ფრანგი კოლეგა და მეგობარი ემანუელ მაკრონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის გამო გააკრიტიკოს.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი მაკრონის ინიციატივით შედგა. საფრანგეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა.
„სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან. მათ (ოპოზიციამ და პრეზიდენტმა - რედ.) ეს შეიძლება მართლა გააკეთონ, რადგან მომსახურების არედან არიან გასული", - განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ცივილიზებულ სამყაროში იმ ადამიანების იმედი აქვს, რომლებიც საბოლოო ჯამში, საქართველოს მიმართ არასწორი და უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც ამის პარალელურად, შეეცდებიან საუბარს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან. (პარტიის დამფუძნებელთან და წარმომადგენლებთან), ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან.
ოპოზიცია, მისი მხარდამჭერი საქართველოს პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად მუშაობენ, რათა საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აღიაროს ახლადარჩეული პარლამენტის ლეგიტიმაცია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაციას ის ხალხი აძლევს, ვინც მათ ირჩევს.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ამიტომაც არც აშშ-მ და არც ევროკავშირის ხელმძღვანელობამ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება არ მიულოცეს.
ევროკავშირის ქვეყნებიდან მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ უნგრეთმა და სლოვენიამ მიულოცეს.
საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები აღიარა როგორც ეუთო/ოდირმა, რომელიც არის არჩევნების შეფასების მთავარი ინსტიტუტი მსოფლიოში, ისე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები აღარ შეიძლება იყოს.