https://sputnik-georgia.com/20241211/kvaracxelia-ramdenime-matchs-gamotovebs-291359648.html
ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე მატჩს გამოტოვებს
ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე მატჩს გამოტოვებს
Sputnik საქართველო
დღევანდელი მონაცემებით, კვარაცხელია დეკემბერში „უდინეზესა" და „ჯენოას" წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებს გამოტოვებს. 11.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-11T20:36+0400
2024-12-11T20:36+0400
2024-12-11T20:48+0400
საქართველო
სპორტი
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284713849_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_46cd6c650bc09873bf2cdb45c0c9deca.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და, შესაძლოა, მომავალ წლამდე ვერ ითამაშოს, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.ქართველმა ფეხბურთელმა კვირას „ლაციოსთან" მატჩში მუხლი დაიზიანა. სამედიცინო გამოკვლევამ ტრავმა დაადასტურა. სარეაბილიტაციო პროცესი დაწყებულია.ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს მოუწევს 23 წლის ქართველ თავდამსხმელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.იტალიური მედია წერს, რომ კვარაცხელიასთვის 2024 წლის სათამაშო წელი დიდი ალბათობით დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით, კვარაცხელია დეკემბერში „უდინეზესა" და „ჯენოას" წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებს გამოტოვებს.2025 წელს „ნაპოლი" სეზონს 4 იანვარს „ფიორენტინასთან" და 12 იანვარს „ვერონასთან" მატჩით გააგრძელებს.სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/05/284713849_0:0:1440:1080_1920x0_80_0_0_51bd6da1eb028103c470daf6606b1fd4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
ტრავმის გამო კვარაცხელია რამდენიმე მატჩს გამოტოვებს
20:36 11.12.2024 (განახლებულია: 20:48 11.12.2024) დღევანდელი მონაცემებით, კვარაცხელია დეკემბერში „უდინეზესა" და „ჯენოას" წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებს გამოტოვებს.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და, შესაძლოა, მომავალ წლამდე ვერ ითამაშოს, ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
ქართველმა ფეხბურთელმა კვირას „ლაციოსთან" მატჩში მუხლი დაიზიანა. სამედიცინო გამოკვლევამ ტრავმა დაადასტურა. სარეაბილიტაციო პროცესი დაწყებულია.
ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენ ხანს მოუწევს 23 წლის ქართველ თავდამსხმელს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა.
იტალიური მედია წერს, რომ კვარაცხელიასთვის 2024 წლის სათამაშო წელი დიდი ალბათობით დასრულდა. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი მონაცემებით, კვარაცხელია დეკემბერში „უდინეზესა" და „ჯენოას" წინააღმდეგ დაგეგმილ მატჩებს გამოტოვებს.
2025 წელს „ნაპოლი" სეზონს 4 იანვარს „ფიორენტინასთან" და 12 იანვარს „ვერონასთან" მატჩით გააგრძელებს.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.