თბილისის ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდება: GWP მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of Georgian Water and Power GWP-ის თანამშრომელი
 GWP-ის თანამშრომელი   - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2024
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 12 დეკემბრის 09:00 საათიდან 13 დეკემბრის 09:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, კომპანია გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 12 დეკემბერს დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება 24 საათის მანძილზე შეუწყდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მომხმარებლებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
ყველა ახალი ამბავი
0