პროევროპული ძალების საპროტესტო აქციები დედაქალაქის ცენტრში – ფოტო
საპროტესტო აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, ასობით ადამიანი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. აქციებზე ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის დემონსტრანტები, სამართალდამცველები და მედიის წარმომადგენლები.
ოპოზიციისა და პროევროპული ძალების აქტივისტების საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან

პირისპირ - დემონსტანტები პოლიციის კორდონის წინ დგანან

ღამით პარლამენტთან კოცონი დაანთეს და პოლიტიკოსებისა და ძალოვანების ფიტულები დაწვეს

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ყოველ საღამოს იკრიბებიან

როდესაც პარლამენტისა და პოლიციის მისამართით პიროტექნიკის სროლა იწყებოდა, სპეცრაზმი აქციას შლიდა

პარალელურად, აქციის მონაწილეები წინააღმდეგობას უწევდნენ, პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ და ბარიკადებს აწყობდნენ

პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებდა

აქტიურად გამოიყენებოდა წყლის ჭავლიც - სპეცტექნიკას წყლით სახანძრო მანქანები უზრუნველყოფდა

ასე გამოიყურებოდა რუსთაველის გამზირი ღამით საპროტესტო აქციების დაშლის დროს

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებსაც იყენებდა

დემონსტრანტები აქციაზე „მომზადებული" - აირწინაღებით აღჭურვილი მიდიოდნენ

ასევე, ერთ-ერთი აქციის დაშლის დროს დემონსტრანტებმა თავდაცვის მიზნით კასრებიდან ფარები გააკეთეს

აქციის დაშლის შემდეგ ცრემლსადენი გაზის სუნი იგრძნობოდა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე

ხალხი ღამით გათბობის მიზნით რუსთაველის გამზირზე ცეცხლს ანთებდა. ბარიკადებისა და კოცონებისთვის დემონსტრანტები იყენებდნენ ნაგვის ბუნკერებს, ხის კონსტრუქციებს და გამზირზე მდებარე სხვადასხვა დაწესებულების კუთვნილ გარე ინფრასტრუქტურას

ეს არის აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი „დაცვის ხაზი“. თუმცა სპეცრაზმი და წყლის ჭავლი ყოველ ჯერზე ასუფთავებდა რუსთაველის გამზირს

საპროტესტო აქციების დროს და მის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ რამდენიმე ასეულს გადააჭარბა

ბევრი დაზარალებუი - როგორც აქციის მონაწილეებს, ისე შსს-ის თანამშრომლებსა და ჟურნალისტებს შორის

თუ პარლამენტთან აქციის დროს სიტუაცია იძაბება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფლების მოედანზე მყისიერად გამოჰყავს სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები