https://sputnik-georgia.com/20241210/wilosani-prezidenti-mijachvulia-tanamdebobas-291325320.html
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტი ავადმყოფურადაა მიჯაჭვული თანამდებობას
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტი ავადმყოფურადაა მიჯაჭვული თანამდებობას
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დატოვებას ვადის ამოწურვის შემდეგაც არ აპირებს 10.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-10T20:39+0400
2024-12-10T20:39+0400
2024-12-10T20:39+0400
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_199:372:1398:1046_1920x0_80_0_0_6ac3decfbf5fbda1787a123feebd544d.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ბოლო განცხადება ძალაუფლებას ავადმყოფურად მიჯაჭვული ადამიანის ქმედებას ჰგავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე საახალწლო მატარებლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დღესასწაულის წინა დღეს ორბელიანის მოედანზე, სადაც ტრადიციულად ზეიმი იმართება, დამონტაჟდა და დაწერა: „აბა, ვნახოთ ვინ წავა!“ მანამდე მან ოფიციალურად განაცხადა, რომ მემკვიდრის არჩევის შემდეგაც უარს აცხადებს თანამდებობის დატოვებაზე.პოლიტიკოსის თქმით, გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი გარედან მიღებულ კონკრეტულ დავალებებს ასრულებს, მას აშკარად საკუთარი პირადი პრობლემებიც აქვს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.„14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ და 29 დეკემბერს მოხდება ინაუგურაცია, რის შემდგომაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქალის პარანოიკული ქმედებები“, - აღნიშნა წილოსანმა.ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სახელმწიფო მეთაურს არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს.ამის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწევს დატოვოს პოსტი, რომელსაც მეშვიდე წელია იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე უჭირს დაკავებული სავარძლის დათმობა.პრეზიდენტის არჩევნებისაპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატი - მიხეილ ყაველაშვილი დაარეგისტრირა.ყაველაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კოლეგიის 81-მა წევრმა წარადგინა.პრეზიდენტს 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული კოლეგია ირჩევს. მასში შედის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/08/282059385_277:349:1233:1066_1920x0_80_0_0_7812350791148c09a9eff10c661c99af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტი ავადმყოფურადაა მიჯაჭვული თანამდებობას
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტის დატოვებას ვადის ამოწურვის შემდეგაც არ აპირებს
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული ბოლო განცხადება ძალაუფლებას ავადმყოფურად მიჯაჭვული ადამიანის ქმედებას ჰგავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან.
ზურაბიშვილმა სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე საახალწლო მატარებლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც დღესასწაულის წინა დღეს ორბელიანის მოედანზე, სადაც ტრადიციულად ზეიმი იმართება, დამონტაჟდა და დაწერა: „აბა, ვნახოთ ვინ წავა!“ მანამდე მან ოფიციალურად განაცხადა, რომ მემკვიდრის არჩევის შემდეგაც უარს აცხადებს თანამდებობის დატოვებაზე.
„ის, რაღაც გარკვეული პოსტი, რომელიც მან გამოაქვეყნა და კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ თურმე იმის მიუხედავად, რომ მას უსრულდება უფლებამოსილება, არ აპირებს დატოვოს სასახლე, ძალაუფლებას ავადმყოფურად ჩაჭიდებული ადამიანის მოქმედებებს ჰგავს", - განაცხადა წილოსანმა.
პოლიტიკოსის თქმით, გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილი გარედან მიღებულ კონკრეტულ დავალებებს ასრულებს, მას აშკარად საკუთარი პირადი პრობლემებიც აქვს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით.
„14 დეკემბერს ახალი პრეზიდენტის არჩევა მოხდება საარჩევნო კოლეგიის მიერ და 29 დეკემბერს მოხდება ინაუგურაცია, რის შემდგომაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ქალის პარანოიკული ქმედებები“, - აღნიშნა წილოსანმა.
ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სახელმწიფო მეთაურს არალეგიტიმური პარლამენტი აირჩევს.
ამის საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწევს დატოვოს პოსტი, რომელსაც მეშვიდე წელია იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ მას ასე უჭირს დაკავებული სავარძლის დათმობა.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ ერთი კანდიდატი - მიხეილ ყაველაშვილი დაარეგისტრირა.
ყაველაშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო კოლეგიის 81-მა წევრმა წარადგინა.
პრეზიდენტს 300 ადამიანისგან დაკომპლექტებული კოლეგია ირჩევს. მასში შედის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი), აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის 109 წარმომადგენელი.
პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში 09:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ვერ მოხდება, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.