საქართველოში ინვესტიციები მცირდება - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2024
გამოწერა
მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირების მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების შემცირება
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2024 წლის მესამე კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55,2%-ით შემცირდა და 197,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებში.
მთლიანობაში, იანვარ-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 39,8%-ით შემცირდა და 966,3 მლნ დოლარი შეადგინა.
მესამე კვარტალში ინვესტიციების შემცირების მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების მაჩვენებლების შემცირება, ასევე ინვესტორების წინაშე სავალო ვალდებულებების კლება.
სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის ივლის-სექტემბერში სააქციო კაპიტალმა 131,2 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 78,1%-ია. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში რეინვესტიცია 13,6%-ით შემცირდა და 358,4 მლნ დოლარი შეადგინა.
ინვესტიციები საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში. ქვეყნების ტოპ-სამეული

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში, %

ნიდერლანდები

60,2

30,4

მალტა

58,3

29,5

დიდი ბრიტანეთი

55,0

27,8

ინვესტიციები ასევე შემოვიდა თურქეთიდან, ჩეხეთიდან, აშშ-დან, ყაზახეთიდან, გერმანიიდან, ვირჯინიის კუნძულებიდან და სხვა ქვეყნებიდან.
რა სფეროებში ჩაიდო ინვესტიციები
2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში ინვესტირებისთვის ყველაზე პოპულარული დარგები იყო ენერგეტიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა და უძრავი ქონება.
ინვესტიციები საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში. მოწინავე დარგების ტოპ-სამეული

დარგი

მოცულობა, მლნ დოლარი

წილი ინვესტიციებში,%

გადამამუშავებელი მრეწველობა

63,6

32,2

ენერგეტიკა

43,0

21,8

ვაჭრობა

32,1

16,2

ინვესტიციები ასევე განხორციელდა უძრავი ქონების, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული საქმიანობის, მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ხელოვნების, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, განათლების სფეროებში.
საინვესტიციო პოლიტიკა
მთავრობის ახალი ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკა ხელახლა ჩამოყალიბდება — პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა და ქვეყანა ახლებურად იქნება პოზიციონირებული.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.
ამავე პერიოდში მიიღება ახალი კანონი მეწარმეობის შესახებ, რომელიც ევროკავშირის შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ასოცირების შეთანხმებითა და მისი დანართებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ასახავს, რითაც საქართველოს კორპორაციული სამართალი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვდება.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად იტყვის უარს დღემდე სახელმწიფოს ხელში არსებულ ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი აქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0