https://sputnik-georgia.com/20241210/mdinaradze-demonstrantebma-parlamenttan-satanisturi-rituali-chaatares-291316992.html
მდინარაძე: დემონსტრანტებმა პარლამენტთან სატანისტური რიტუალი ჩაატარეს
მდინარაძე: დემონსტრანტებმა პარლამენტთან სატანისტური რიტუალი ჩაატარეს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეებმა კუბო, რომელშიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული, საახალწლო ნაძვისხესთან მიიტანეს და დაწვეს. 10.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-10T14:52+0400
2024-12-10T14:52+0400
2024-12-10T14:52+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0a/291310912_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_d294a95dfc4a6b69b591d8a79f6182e8.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის შენობის წინ მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვას სატანისტური რიტუალი უწოდა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი 9 დეკემბრის საღამოს გამართეს. მათ კუბო, რომელშიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული, საახალწლო ნაძვისხესთან მიიტანეს და დაწვეს. მანამდე კი დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარ ნაძვისხეზე აქციებზე დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს. მან აღნიშნულ სცენას რევოლუციების შესახებ სახელმძღვანელოების, მათ შორის, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის" (ICNC) დამფუძნებლის პიტერ აკერმანის სწავლებების ამორალური ნაწილი უწოდა. პოლიტიკოსის თქმით, ყველას ახსოვს 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუციის" და 2014 წელს უკრაინაში მაიდნის დროს თუ როგორ ჩამოატარეს კუბო.ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წინა პლანზე ლგბტ-თემის წარმომადგენლები რომ არიან.იგი ასევე დაინტერესდა თუ რატომ ხდება თბილისში საპროტესტო აქციებზე რევოლუციური სახელმძღვანელოებიდან სწორედ მსგავსი მაგალითების რეალიზება.„იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებზე. ეს შემთხვევითი არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.მაგალითად, 7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს.ამასთან, შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, ღია ბარებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ უწოდეს იმის საბოლოო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0a/291310912_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_da68f78ae3476328c782de0c09dca121.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მდინარაძე: დემონსტრანტებმა პარლამენტთან სატანისტური რიტუალი ჩაატარეს
აქციის მონაწილეებმა კუბო, რომელშიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული, საახალწლო ნაძვისხესთან მიიტანეს და დაწვეს.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის შენობის წინ მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვას სატანისტური რიტუალი უწოდა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი 9 დეკემბრის საღამოს გამართეს. მათ კუბო, რომელშიც „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ფიტული იყო მოთავსებული, საახალწლო ნაძვისხესთან მიიტანეს და დაწვეს. მანამდე კი დემონსტრანტებმა ქვეყნის მთავარ ნაძვისხეზე აქციებზე დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს.
„გუშინ სპეციალურად წავიდნენ და სატანისტური რიტუალი ჩაატარეს, მაცხოვრის გამოსახულებით იყიდეს სპეციალურად კუბო და ეს დაწვეს. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ ხაზი გაუსვან ანტიქრისტიანულ დამოკიდებულებას", - განაცხადა მდინარაძემ.
მან აღნიშნულ სცენას რევოლუციების შესახებ სახელმძღვანელოების, მათ შორის, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის" (ICNC) დამფუძნებლის პიტერ აკერმანის სწავლებების ამორალური ნაწილი უწოდა.
პოლიტიკოსის თქმით, ყველას ახსოვს 2003 წელს საქართველოში „ვარდების რევოლუციის" და 2014 წელს უკრაინაში მაიდნის დროს თუ როგორ ჩამოატარეს კუბო.
ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე წინა პლანზე ლგბტ-თემის წარმომადგენლები რომ არიან.
„როცა კანონის ჩარჩოში იქცევა ადამიანი, ჩვენ არაფერს ვერჩით, არაფერში გვაინტერესებს, ჩვენ მხოლოდ პროპაგანდას ვებრძვით და არა რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელს. მაგრამ რატომ არიან ძირითადად ბრძოლის წინა ხაზზე ეს ადამიანები? რატომ წვავენ კუბოს მაინცდამაინც მაცხოვრის გამოსახულებით ასე დემონსტრაციულად", - განაცხადა მდინარაძემ.
იგი ასევე დაინტერესდა თუ რატომ ხდება თბილისში საპროტესტო აქციებზე რევოლუციური სახელმძღვანელოებიდან სწორედ მსგავსი მაგალითების რეალიზება.
„იმიტომ, რომ ხაზგასმა მოხდეს კონკრეტულად ამ მიმართულებებზე. ეს შემთხვევითი არ არის“, - აღნიშნა მდინარაძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
მაგალითად, 7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, ღია ბარებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ უწოდეს იმის საბოლოო მტკიცებულება, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.