https://sputnik-georgia.com/20241210/ioseliani-arpormaluri-dajgupebebi-sashishia-291312968.html
ომბუდსმენი: არაფორმალური დაჯგუფებების შექმნა - საშიში მოვლენაა
ომბუდსმენი: არაფორმალური დაჯგუფებების შექმნა - საშიში მოვლენაა
Sputnik საქართველო
7 დეკემბრის ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა. 10.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-10T10:49+0400
2024-12-10T10:49+0400
2024-12-10T14:13+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291232079_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_f44b9bb05857ef3ee391ca3206a3a981.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საპროტესტო აქციების ფონზე არაფორმალური დაჯგუფებების გამოჩენას საშიში მოვლენა უწოდა.7 დეკემბრის საღამოს ნიღბიანი და შავფორმიანი ადამიანების ჯგუფი გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხა ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს. მეორე დღეს აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ, დემონსტრანტების „ტიტუშკებიდან" დასაცავად ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს.მან ხაზგასმით აღნიშნა ძალადობაზე საზოგადოების ჯანსაღი რეაქციის მნიშვნელობა.„აქ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია. საზოგადოებას, ამ ყველაფერზე ჰქონდა ჯანსაღი რეაქცია, აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელს, ყველა ინსტიტუციას ჰქონდა ცალსახა რეაქცია, რომ ასეთი რამ მიუღებელია - ასეთი რამ ქვეყანას გამოვლილი აქვს, სადამდეც მიგვიყვანა ყველამ კარგად ვიცით და დღეს ამის დაშვება წარმოუდგენელია", - განაცხადა ომბუდსმენმა.იოსელიანმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა მიიღონ ზომები არაფორმალური დაჯგუფებების შექმნის აღსაკვეთად.7 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.ყველაფერი საპროტესტო აქციების შესახებსაქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.მაგალითად, 7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს.ამასთან, შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, ღია ბარებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/04/291232079_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_861ecf7bc962e902715dad60c27e06b2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში , ახალი ამბები
ომბუდსმენი: არაფორმალური დაჯგუფებების შექმნა - საშიში მოვლენაა
10:49 10.12.2024 (განახლებულია: 14:13 10.12.2024) 7 დეკემბრის ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საპროტესტო აქციების ფონზე არაფორმალური დაჯგუფებების გამოჩენას საშიში მოვლენა უწოდა.
7 დეკემბრის საღამოს ნიღბიანი და შავფორმიანი ადამიანების ჯგუფი გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხა ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს. მეორე დღეს აქციის რამდენიმე ათეულმა მონაწილემ, დემონსტრანტების „ტიტუშკებიდან" დასაცავად ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადეს.
„ვიხილეთ არაფორმალური დაჯგუფება, რომელიც ქუჩაში თავს დაესხა ადამიანებს, შიში დათესვა სცადა, ამავე დროს ვიხილეთ მეორე ჯგუფი, რომელმაც თქვა, რომ ისინი დაიცავენ მოქალაქეებს. ეს არის ძალიან საშიში მოვლენა", - განაცხადა იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
მან ხაზგასმით აღნიშნა ძალადობაზე საზოგადოების ჯანსაღი რეაქციის მნიშვნელობა.
„აქ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია. საზოგადოებას, ამ ყველაფერზე ჰქონდა ჯანსაღი რეაქცია, აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელს, ყველა ინსტიტუციას ჰქონდა ცალსახა რეაქცია, რომ ასეთი რამ მიუღებელია - ასეთი რამ ქვეყანას გამოვლილი აქვს, სადამდეც მიგვიყვანა ყველამ კარგად ვიცით და დღეს ამის დაშვება წარმოუდგენელია", - განაცხადა ომბუდსმენმა.
იოსელიანმა საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა მიიღონ ზომები არაფორმალური დაჯგუფებების შექმნის აღსაკვეთად.
„მთავარი მოთხოვნა მიმართულია საგამოძიებო სტრუქტურების მიმართ, რომ ასეთი ქმედებები უნდა აღიკვეთოს არა მხოლოდ დროულად, არამედ პრევენციისთვის მათ პასუხი უნდა აგონ. ადამიანებმა, ვინც შეეცადნენ ჩვენი მოქალაქეების ნების დათრგუნვას, დაშინებას და თავდასხმა განახორციელეს უნდა დაისაჯონ“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
7 ნოემბრის ინციდენტის შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.
ყველაფერი საპროტესტო აქციების შესახებ
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები.
მაგალითად, 7 დეკემბრის საღამოს უცნობი პირები გრიბოედოვის ქუჩაზე თავს დაესხნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს - წაართვეს და დაამტვრიეს კამერა, მიკროფონი და სცემეს ტელეოპერატორი გიორგი შეწირული და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე. ტელეკომპანიისა და ოპოზიციის მტკიცებით, აღნიშნული „ტიტუშკებმა" ჩაიდინეს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე აქციის მონაწილეების მხრიდან დაფიქსირდა ვანდალიზმისა და ქურდობის შემთხვევები, დაზიანებულია მანქანები, მოტოციკლები და სქროლები. კერძოდ, დაფიქსირდა ქურდობის 60-მდე შემთხვევა: მათ შორის სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში, ღია ბარებში, რესტორნებსა და სუპერმარკეტებში. მოპარულია სხვადასხვა სახის ინვენტარი, თანხა, ტანსაცმელი და სხვადასხვა ნივთი. კერძო პირებისა და სახელმწიფოსთვის დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზარალი ასიათასობით ლარს აღემატება.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ხელისუფლების გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე მოიხსნას დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, მათ საბოლოო მტკიცებულება უწოდეს იმისა, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი დასავლეთიდან რუსეთისკენ შეატრიალა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.