https://sputnik-georgia.com/20241210/erovnulma-bankma-klimaturi-riskebi-sheapasa-291313842.html
ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ სექტორზე კლიმატური რისკები შეაფასა
ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ სექტორზე კლიმატური რისკები შეაფასა
Sputnik საქართველო
კლიმატის სტრეს-ტესტის სისტემა მრავალ ანალიტიკურ მოდულს მოიცავს, რომელიც კლიმატური საფრთხეების ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების სიმულაციისთვის გამოიყენება. 10.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-10T13:00+0400
2024-12-10T13:00+0400
2024-12-10T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ფინანსურ სექტორზე კლიმატური რისკების პოტენციური ზემოქმედების შესაფასებლად კლიმატის პირველი სტრეს-ტესტი ჩაატარა, ნათქვამია რეგულატორუის განცხადებაში.სტრეს-ტესტის მიზანი იყო კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვევებისადმი საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასება. შეფასდა როგორც მწვავე ფიზიკური რისკები, როგორიცაა ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები, ასევე გარდამავალი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია დაბალი-ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლასთან. პროექტი, რომელიც ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულდა ტექნიკური მისიითა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩატარებული სემინარით, სადაც სტრეს-ტესტის ჩარჩო და პირველადი შედეგები იყო წარმოდგენილი. კლიმატის სტრეს-ტესტის სისტემა მრავალ ანალიტიკურ მოდულს მოიცავს, რომელიც კლიმატური საფრთხეების ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების სიმულაციისთვის გამოიყენება. იგი ფოკუსირებულია ფინანსური მდგრადობის ძირითადი მაჩვენებლების, მათ შორის, უმოქმედო სესხებისა (NPL) და კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტებზე, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს სექტორის მდგრადობა სხვადასხვა კლიმატური სტრეს-სცენარის პირობებში. გარდამავლობისა და ქრონიკული ფიზიკური რისკების სცენარის შემთხვევაში, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები სამწლიანი პერიოდის განმავლობაში საბაზისო სცენარის მაჩვენებლებზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს გრძელვადიანი კლიმატური რისკების ფინანსურ ზეწოლას კაპიტალის ბუფერებზე. ამ გამოწვევების მიუხედავად, საბანკო სექტორი ინარჩუნებს მაღალ კაპიტალიზაციას და მდგრადობას, რაც ამ რისკების მართვისთვის სექტორის მზაობას წარმოაჩენს.გარდა ამისა, შედეგები ხაზს უსვამს კლიმატური რისკების მუდმივი მონიტორინგის და პროაქტიული პოლიტიკის საჭიროებას, რათა საქართველოს ფინანსური სექტორი იყოს მზად მომავალში კლიმატურ შოკებთან გასამკლავებლად. მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს გაძლიერებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს გააძლიეროს ფინანსური სექტორის უნარი, მხარი დაუჭიროს საქართველოს მდგრად განვითარებას და გაუმკლავდეს დაბალი-ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის სირთულეებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა ფინანსურ სექტორზე კლიმატური რისკები შეაფასა
კლიმატის სტრეს-ტესტის სისტემა მრავალ ანალიტიკურ მოდულს მოიცავს, რომელიც კლიმატური საფრთხეების ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების სიმულაციისთვის გამოიყენება.
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ფინანსურ სექტორზე კლიმატური რისკების პოტენციური ზემოქმედების შესაფასებლად კლიმატის პირველი სტრეს-ტესტი ჩაატარა,
ნათქვამია რეგულატორუის განცხადებაში.
სტრეს-ტესტის მიზანი იყო კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვევებისადმი საბანკო სექტორის მდგრადობის შეფასება. შეფასდა როგორც მწვავე ფიზიკური რისკები, როგორიცაა ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები, ასევე გარდამავალი რისკები, რომლებიც დაკავშირებულია დაბალი-ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლასთან.
კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პროგრამა Greening Financial Systems Technical Assistance Programme-ის მხარდაჭერით და EconLab-ის ექსპერტებთან თანამშრომლობით შემუშავდა.
პროექტი, რომელიც ორ წელზე მეტხანს გრძელდებოდა, დასრულდა ტექნიკური მისიითა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ჩატარებული სემინარით, სადაც სტრეს-ტესტის ჩარჩო და პირველადი შედეგები იყო წარმოდგენილი.
კლიმატის სტრეს-ტესტის სისტემა მრავალ ანალიტიკურ მოდულს მოიცავს, რომელიც კლიმატური საფრთხეების ეკონომიკური და ფინანსური ზემოქმედების სიმულაციისთვის გამოიყენება.
იგი ფოკუსირებულია ფინანსური მდგრადობის ძირითადი მაჩვენებლების, მათ შორის, უმოქმედო სესხებისა (NPL) და კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტებზე, რაც საშუალებას იძლევა შეფასდეს სექტორის მდგრადობა სხვადასხვა კლიმატური სტრეს-სცენარის პირობებში.
შედეგები აჩვენებს, რომ ფინანსური სექტორი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ რისკებთან მიმართებაში შესაძლოა გარკვეულ მოწყვლადობას ავლენდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა უმოქმედო სესხების წილზე აქვს უხვ ნალექებს.
გარდამავლობისა და ქრონიკული ფიზიკური რისკების სცენარის შემთხვევაში, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტები სამწლიანი პერიოდის განმავლობაში საბაზისო სცენარის მაჩვენებლებზე ქვემოთ ნარჩუნდება, რაც ხაზს უსვამს გრძელვადიანი კლიმატური რისკების ფინანსურ ზეწოლას კაპიტალის ბუფერებზე. ამ გამოწვევების მიუხედავად, საბანკო სექტორი ინარჩუნებს მაღალ კაპიტალიზაციას და მდგრადობას, რაც ამ რისკების მართვისთვის სექტორის მზაობას წარმოაჩენს.
გარდა ამისა, შედეგები ხაზს უსვამს კლიმატური რისკების მუდმივი მონიტორინგის და პროაქტიული პოლიტიკის საჭიროებას, რათა საქართველოს ფინანსური სექტორი იყოს მზად მომავალში კლიმატურ შოკებთან გასამკლავებლად.
მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს გაძლიერებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს გააძლიეროს ფინანსური სექტორის უნარი, მხარი დაუჭიროს საქართველოს მდგრად განვითარებას და გაუმკლავდეს დაბალი-ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლის სირთულეებს.