მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ოსტინმა რუსეთის „გამაოგნებელი“ დანაკარგები დაასახელა

© AP Photo / Alex Brandonლოიდ ოსტინი
ლოიდ ოსტინი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2024
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. კრემლის საომარმა ხარჯებმა და ადამიანურმა ზარალმა გამაოგნებელ ნიშნულს მიაღწია, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, რუსეთმა უკრაინასთან საომარი კონფლიქტის დაწყების მომენტიდან დღემდე უკვე დახარჯა ასობით მილიარდი დოლარი. გარდა ამისა, შემაძრწუნებელია დაღუპულთა რაოდენობაც.
„რუსეთმა გამაოგნებელი ფასი გადაიხადა პუტინის კაპრიზისთვის. 2022 წლის თებერვლიდან დღემდე რუსეთმა 700 ათასი კაცი დაკარგა და გაფლანგა 200 მილიარდ დოლარზე მეტი... რუსეთის დანაკარგები, ომის მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში, როგორც ჩანს, იმაზე მეტია, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ერთად აღებულ ყველა კონფლიქტში მოსკოვის დანაკარგები“, — აღნიშნა ოსტინმა.
ამ მონაცემებს არ ეთანხმება რუსეთი. როგორც მოსკოვში აცხადებენ, აშშ ოფიციალური კიევის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აჟღერებს, რაც არანაირად არ ასახავს რეალობას.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვი თქმით, „რეალური ციფრები აბსოლუტურად სხვანაირია“, ვინაიდან უკრაინის დანაკარგები ბევრად აღემატება რუსეთისას.
ყველა ახალი ამბავი
0