https://sputnik-georgia.com/20241209/ramdeni-eleqtroenergia-moixmares-saqartveloshi-291299616.html
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,2 მლრდ კვტ/სთ. 09.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-09T12:54+0400
2024-12-09T12:54+0400
2024-12-09T12:54+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272705559_0:0:3241:1824_1920x0_80_0_0_3d76053fb2eaa6f973e9a3bc6eb0bedf.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის იანვარი-ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,1%-ით გაიზარდა და 11,9 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.2024 წლის ათ თვეში საქართველოში გამომუშავებულია 12,3 მილიარდი კვტ/სთ - 0,7%-ით მეტი 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 28,7%-ით და გასული წლი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი თურქეთზე მოდის 864,87 მლნ კვტ/სთ - მთლიანი ექსპორტის 82,6%.საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე ასევე გაიტანა აზერბაიჯანში - 43,24 მლნ კვტ/სთ, სომხეთში – 137,43 მლნ კვტ/სთ და რუსეთში - 1,26 მლნ კვტ/სთ.გარდა ამისა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12%-ით მეტი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 91,1% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 613,36 მლნ კვტ/სთ, 8,5% აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 57,25 მლნ კვტ/სთ, ხოლო 0,4% სომხეთიდან - 2,49 მლნ კვტ/სთ.საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლები იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272705559_510:0:3241:2048_1920x0_80_0_0_1c6d69c12c0831652eaf64532a4ffda7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ახალი ამბები
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
საანგარიშო პერიოდში საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,2 მლრდ კვტ/სთ.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში 2024 წლის იანვარი-ოქტომბერში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 5,1%-ით გაიზარდა და 11,9 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
2024 წლის ათ თვეში საქართველოში გამომუშავებულია 12,3 მილიარდი კვტ/სთ - 0,7%-ით მეტი 2023 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,2 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,1 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის" ქარის სადგურმა კი 66,27 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 28,7%-ით და გასული წლი ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ექსპორტირებული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი თურქეთზე მოდის 864,87 მლნ კვტ/სთ - მთლიანი ექსპორტის 82,6%.
საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზე ასევე გაიტანა აზერბაიჯანში - 43,24 მლნ კვტ/სთ, სომხეთში – 137,43 მლნ კვტ/სთ და რუსეთში - 1,26 მლნ კვტ/სთ.
გარდა ამისა, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 12%-ით მეტი ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 91,1% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 613,36 მლნ კვტ/სთ, 8,5% აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 57,25 მლნ კვტ/სთ, ხოლო 0,4% სომხეთიდან - 2,49 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 13,7 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 7,4%-ით ნაკლები იყო.