https://sputnik-georgia.com/20241209/qveknis-teritoriaze-haershi-mkarma-nawilakebma-imata-291306353.html
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
Sputnik საქართველო
ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება 09.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-09T19:49+0400
2024-12-09T19:49+0400
2024-12-09T19:49+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24152/81/241528119_0:313:6000:3688_1920x0_80_0_0_dfbed8ad7ed3f05c5d2d0e0e956daa30.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 21 ნოემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24152/81/241528119_334:0:5667:4000_1920x0_80_0_0_8b29de27bac669aecc0257b7bdb74b98.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ახალი ამბები
რას ვსუნთქავთ: ქვეყნის ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარმა ნაწილაკებმა იმატა
ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 21 ნოემბრიდან ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
PM10 - ეს არის ჰაერში არსებული ნებისმიერი მყარი ნაწილაკი 10 მიკრომეტრი ან ნაკლები დიამეტრით, მათ შორის კვამლი, მტვერი, ჭვარტლი, მარილები, მჟავები და ლითონები.
PM2.5 - შეწონილი მყარი მიკრონაწილაკები და სითხის უმცირესი წვეთები (10 ნმ - 2,5 მიკრონი დიამეტრის).