https://sputnik-georgia.com/20241209/qartveli-kanonieri-qurdis-mkvlelobashi-braldebuli-qali-turqetsh-daakaves-291301056.html
ქართველი „კანონიერი ქურდის" მკვლელობაში ბრალდებული ქალი თურქეთში დააკავეს
ქართველი „კანონიერი ქურდის" მკვლელობაში ბრალდებული ქალი თურქეთში დააკავეს
Sputnik საქართველო
43 წლის მაკა ქათიბაშვილი, რომელსაც „კანონიერი ქურდის" რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად, ინტერპოლით იძებნებოდა 09.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-09T12:06+0400
2024-12-09T12:06+0400
2024-12-09T12:10+0400
საქართველო
იტალია
შემთხვევები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251357706_0:146:3126:1904_1920x0_80_0_0_278a13d9ac1f648c9c530de18fd50615.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. იტალიაში მკვლელობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქე თურქეთში დააკავეს და იტალიას გადასცეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის მაკა ქათიბაშვილი 2012 წლიდან იტალიის ქალაქ ბარში საქართველოს მოქალაქის, ე.წ კანონიერი ქურდის, რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. მას იტალიის სასამართლომ მკვლელობისთვის 21 წელი შეუფარდა და 100 ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში შეიყვანა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭურაძეს ქალაქ ბარში ამანათების გადამზიდავი ფირმა ჰქონდა გახსნილი, 2012 წლის 9 იანვარს იგი მოროს მოედანზე, საკთარი ოფისის წინ მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს.მკვლელობა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად მოხდა.მკვლელობაში ბრალდებული იტალიისა და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით დააკავეს.იტალიის პოლიციის განცხადების თანახმად, ქათიბაშვილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მაფიოზურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კერძოდ „კანონიერი ქურდების" ერთ-ერთ კლანთან.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/02/251357706_198:0:2929:2048_1920x0_80_0_0_ba4e31e347f3cc77e9185d42d36627f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , შემთხვევები, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , შემთხვევები, ახალი ამბები
ქართველი „კანონიერი ქურდის" მკვლელობაში ბრალდებული ქალი თურქეთში დააკავეს
12:06 09.12.2024 (განახლებულია: 12:10 09.12.2024) 43 წლის მაკა ქათიბაშვილი, რომელსაც „კანონიერი ქურდის" რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად, ინტერპოლით იძებნებოდა
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. იტალიაში მკვლელობისთვის ბრალდებული საქართველოს მოქალაქე თურქეთში დააკავეს და იტალიას გადასცეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის მაკა ქათიბაშვილი 2012 წლიდან იტალიის ქალაქ ბარში საქართველოს მოქალაქის, ე.წ კანონიერი ქურდის, რევაზ ჭურაძის მკვლელობაში მონაწილეობისთვის იძებნებოდა. მას იტალიის სასამართლომ მკვლელობისთვის 21 წელი შეუფარდა და 100 ყველაზე საშიშ ძებნილთა სიაში შეიყვანა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭურაძეს ქალაქ ბარში ამანათების გადამზიდავი ფირმა ჰქონდა გახსნილი, 2012 წლის 9 იანვარს იგი მოროს მოედანზე, საკთარი ოფისის წინ მაყუჩიანი იარაღით ჩაცხრილეს.
მკვლელობა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის კონფლიქტის შედეგად მოხდა.
მკვლელობაში ბრალდებული იტალიისა და თურქეთის პოლიციის თანამშრომლობით დააკავეს.
იტალიის პოლიციის განცხადების თანახმად, ქათიბაშვილი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია მაფიოზურ კრიმინალურ ორგანიზაციასთან, კერძოდ „კანონიერი ქურდების" ერთ-ერთ კლანთან.