https://sputnik-georgia.com/20241209/kobaxidzes-da-parlamentis-otx-deputats-uplebamosileba-sheuwyda-291300730.html
ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა
ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა
Sputnik საქართველო
ხუთივე შემთხვევაში სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნაა. 09.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-09T11:39+0400
2024-12-09T11:39+0400
2024-12-09T11:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხუთი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის სადეპუტატო მანდატების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო.დანიშვნებს უკავშირდება ასევე გადაწყვეტილებები მაკა ბოჭორიშვილთან - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილთან - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილთან - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო.დეპუტატებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კომიტეტის შესაბამის დასკვნებს. საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.ხუთივე დეპუტატი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის მოხვედრილი, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მათ სიით მომდევნო პარტიელები ჩაანაცვლებენ.საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის ოთხ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყდა
ხუთივე შემთხვევაში სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნაა.
თბილისი, 9 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხუთი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
დღეს გამართულ კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებმა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისთვის სადეპუტატო მანდატების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო.
დანიშვნებს უკავშირდება ასევე გადაწყვეტილებები მაკა ბოჭორიშვილთან - საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების გამო, ანრი ოხანაშვილთან - იუსტიციის მინისტრად დანიშვნის, დავით სონღულაშვილთან - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად და მარიამ ქვრივიშვილთან - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშვნის გამო.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ამ პირებისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
დეპუტატებმა ცალ-ცალკე უყარეს კენჭი და მხარი დაუჭირეს კომიტეტის შესაბამის დასკვნებს. საკითხს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.
ხუთივე დეპუტატი პარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტიული სიით არის მოხვედრილი, შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მათ სიით მომდევნო პარტიელები ჩაანაცვლებენ.
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა განახლებულ მთავრობას ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 28 ნოემბერს გამოუცხადა.