კრემლი მოსკოვში ასადის ადგილსამყოფელზე არ ლაპარაკობს

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2024
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. კრემლი ვერაფერს გეტყვით სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოსკოვში ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ასადის მოსკოვში ჩასვლაზე ნებართვა პირადად ვლადიმირ პუტინმა გასცა.
„ბატონ ასადის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ახლა არაფერი გვაქვს სათქმელი. [ასადისა და მისი ოჯახისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის] გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მეთაურის გარეშე ვერ მიიღება. ეს მისი გადაწყვეტილებაა“, — აღნიშნა პესკოვმა ბრიფინგზე.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ბაშარ ალ-ასადმა სირიის კონფლიქტის რამდენიმე მონაწილესთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა, თანამდებობიდან გადამდგარიყო. გასცა რა მითითებები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის შესახებ, ასადმა სირია დატოვა. სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ რუსეთი ამ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა.
ყველა ახალი ამბავი
0